სპორტი
"რეგიონის პირველობა ასაკობრივ გუნდებს შორის" ტურნირის ფარგლებში გამარჯვებულები დაჯილდოვდნენ
ფეხბურთში, რეგიონის პირველობა ასაკობრივ გუნდებს შორის დასრულდა და მონაწილეებს, მედლები, თასები და დიპლომები გადაეცათ.

ტურნირში სამცხე–ჯავახეთის ყველა რეგიონის ფეხბურთელებმა მიიღეს მონაწილეობა.

შეჯიბრი სამ ასაკობრივ კატეგორიაში გაიმართა.

2001 წლიანებში პირველი ადგილი ბორჯომის გუნდმა დაიკავა, 2003 წლიანებში ახალციხის გუნდმა გაიმარჯვა, ხოლო 2005 წლიანებში პირველი ადგილი - ახალქალაქის გუნდმა.

ჩემპიონატი მარტში დაიწყო და 26 ნოემბერს დასრულდა.

| Print |