სპორტი
ახალციხელმა სპორტსმენმა რუსი მეტოქე დაამარცხა
ახალციხელი სპორტსმენის M-1 Challenge 87-ზე ბრძოლა დასრულდა.
ამირან გოგოლაძემ რუსი სპორტსმენი, სტანისლავ პოდოლსკი მეორე რაუნდში, მტკივნეული ილეთით (ე.წ. გაგუდვით) დაამარცხა.

ამირანი ქულებით პირველ რაუნდშიც ლიდერობდა. მეორე რაუნდში ახალციხელმა ლეგიონერმა ყვითელი ბარათი მიიღო. დაძაბული ბრძოლა ამირან გოგოლაძის გამარჯვებით, დროზე ადრე დასრულდა.

ტურნირი 9 თებერვალს, სანკტ–პეტერბურგში, საქართველოს დროით 18:30 წუთზე დაიწყო.
შეხვედრას, 13 legion-ის ფეისბუქ გვერდზე, live რეჟიმში თვალს ადევნებდნენ ქართველი სპორტსმენის გულშემატკივრები.


"ყვითელი ბარათი უსამართლოდ მისცეს. რუს სპორტსმენს ხვდებოდა რუსეთში და მსაჯები ყველანაირად მიუდგნენ. ამაში ეჭვი არ მეპარებოდა. ამირანს მცირე ტრავმები ჰქონდა, ცოტა ვნერვიულობდით, თუმცა ამ შედეგს ველოდი", - ამბობს ამირან გოგოლაძის მწვრთნელი მიშა მესხი.

სტანისლავ პოდოლსკი ოთხი წელია შერეული საბრძოლო ხელოვნების ტურნირებში მონაწილეობს. ის არის პეტერბურგის ვიცე-ჩემპიონი MMA-ში, მოგებული აქვს ქალაქის თასის ერთ-ერთი ეტაპი და 6 პროფესიონალური ბრძოლიდან 5 შეხვედრა. 

20 წლის ახალციხელი სპორტსმენი კლუბ "13 ლეგიონი"-ს წევრია. ამირან გოგოლაძე MMA- ში საქართველოს ჩემპიონი, ჩინეთის WLF ვერსიით გამარჯვებული და საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებულია გრეპლინგში.
| Print |