სპორტი
შერკინება პირველი ლიგის საგზურის მოსაპოვებლად
სარაგბო კლუბი "ტაო" ფინალური შეხვედრისთვის ემზადება.

მესხი მორაგბეები პირველ ლიგაში მოსახვედრად, ფინალში ჭიათურელ რაგბისტებს დაუპირისპირდებიან. შეხვედრა ასპინძის რაგბის ბაზაზე 5 მაისს, 16:00 საათზე შედგება.

გამარჯვებული გუნდი პირველ ლიგაში გადავა. დამარცხებულს კი შეხვედრა პირველი ლიგის მე-9 ადგილოსან "ივერიასთან" მოუწევს.

"ტაოს" კლუბის პრეზიდენტს იმედი აქვს, რომ გუნდი სექტემბრიდან პირველ ლიგაში იასპარეზებს.

"ტაოსა" და ჭიათურის გუნდს შორის უკვე შედგა პირველი ფინალური მატჩი, რომელიც მესხი მორაგბეების სასარგებლოდ – 35:24 დასრულდა.

| Print |