ფარმა რჩევები
დაბლა სწევს წნევას, ამცირებს ქოლესტერინს - გაიცანით კიდევ ერთი სასარგებლო კენკრა
ხურტკმელი - არის ხურტკმელისებრთა ოჯახიდან. ხურტკმელი 1 მეტრამდე სიმაღლის ეკლიანი ბუჩქია, 3-5 ბლაგვნაკვთებიანი, მცირე ზომის - 1-5 სმ სიგანის, ქვედა მხრიდან შებუსვილი ფოთლებით. ფოთლის ქვედა მხარის ძარღვების გაყოლებაზე არსებული ბუსუსები უხეში და მჩხვლეტავია.

ბუსუსებიანი ყვავილები მომწვანო ან მოწითალოა და ფოთლების იღლიებში თითო ან წყვილ-წყვილადაა განლაგებული. 1, 5 სმ-მდე სიმსხოს ნაყოფი ელიფსური ან მრგვალია, მომწვანო, ყვითელი ან მოწითალო შეფერვით. ყვავის მაის-ივნისში, ნაყოფები ივლისში მწიფდება, საჭმელად მოუმწიფებელი ნაყოფებიც გამოიყენება.

მცენარე კარგად იტანს გვალვას და სიცივესაც. სინათლის მომთხოვნია. კულტივირებულია ფართოდ, მრავლდება თესლით და ვეგტაციურად - კალმებით, ბუჩქის დაყოფით, ძირკვის ამონაყარს უხვად ინვითარებს.

ხურტკმელი არის ძალიან მარტივად გასაზრდელი და მოსავლელი მცენარე. ამასთან ერთად გამოირჩევა უამრავი სარგებლით. კავკასიის მხარეში მას ასევე ხურტკმელის ყურძენსაც ეძახიან. არის ძალიან სასარგებლო და გასაკუთრებულ გემოს ატარებს. მომწიფებას იწყებს ივნისის თვიდან.

ხურტკმელი შეიცავს საკმაო ოდენობით A, B, C და E ვიტამინებს. ასევე მდიდარის კალციუმით, ფოსფორით, კალიუმით, მანგანუმით და რკინით.

ხურტკმელა წნევას ამცირებს! ამავდროულად ძალიან ეფექტურ ინსტრუმენტად გამოიყენბა გულის სისხლძარღვთა დაავადებების წინააღმდეგ. ასევე ასუფთავებს სისხლს ტოქსინებისგან და ამცირებს ქოლესტერინს.

ხურტკმელა ორგანიზმში ქმნის საფაღარათო ეფექტს, რაც ნაწლავების საქმიანობას აუმჯობესებს. გარდა ამისა, მას აქვს შარდმდენი და ნაღვლის ბუშტის წმენდის განსაკუთრებული თვისებები.
ხურტკმელას ერთ-ერთი ყველაზე დადებითი თვისება არის, კიბოს უჯრედების წინააღმდეგ გამოყენებული ნარკოტიკული წამლებისგან გამოდევნილი მავნე ნივთიერებების დაიგნორება და განადგურება.

ხურტკმელა ეფექტურია მენსტრუაციის და გაჭიანურებული მენოპაუზის სისხლდენის

დროსაც. იგი დადებით გავლენას ახდენს ამ ორ უკანასკნელ მოვლენაზე.

სცადეთ ასევე ხურტკმელას ფოთლის ჩაიც. ნამდვილად სასიამოვნო არომატის მატარებელია, ამიტომ ვფიქრობ, რომ აუცილებლად მოგეწონებათ.

ხურტკმელას ჩაი ეფექტურია ანთებითი რევმატიზმის, კუჭ-ნაწლავის დაავადებების და

ხერხემლის ოსტეოქონდროზის წინააღმდეგ.

ხურტკმელის ნაყოფი პოპულარულია ნივთიერებათა ცვლის მოშლისა და გასუქების საწინააღმდეგოდ. ხალხური მედიცინა მასვე იყენებს კუჭსასაქმებლად შარდ და ნაღველდამდენ საშუალებად. საუცხოო თაფლოვანი მცენარეა.

და ბოლოს - არ დაგავიწყდეთ, თუ თავის ტკივილები შეგაწუხებთ, მაშინ მიირთვით ხურტკმელა!!!


| Print |