დღის ფრაზა
"მსოფლიო უყურებდა, მაგრამ არ უნდოდა დაენახა არც ყირიმის ოკუპაცია, არც ომი საქართველოში" - ვოლოდიმირ ზელენსკი
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ, გაეროს უშიშროების საბჭოს ვიდეო ჩართვისას მოუწოდა, უზრუნველყოს უკრაინის უსაფრთხოების გარანტიები. მისი თქმით, შესაძლოა ომი მის ქვეყანაში თავიდან აცილებული ყოფილიყო, მსოფლიო რომ რუსეთის წინააღმდეგ უფრო ადრე გაერთიანებულიყო. 

"აგრესია სასწრაფოდ უნდა შეიცვალოს მშვიდობით. აუცილებელია გადაწყვეტილების მიღება. ხოცვა-ჟლეტას სომალიში, ავღანეთში, იემენსა და ლიბიაში რომ ერთხელ მაინც მიეღო სათანადო პასუხი, ის შეწყვეტილი იქნებოდა და მსოფლიო შეიცვლებოდა. ალბათ არ იქნებოდა ომი ჩემს ქვეყანაში, ომი ჩემი ხალხის წინააღმდეგ.

მსოფლიო უყურებდა, მაგრამ არ უნდოდა დაენახა არც ყირიმის ოკუპაცია, არც ომი საქართველოში, არც მთელი დნესტრისპირეთის მიტაცება მოლდოვისგან, არც ის, როგორ ამზადებდა რუსეთი საფუძველს მათ საზღვრებთან ომისთვის",
- განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ გაეროს უშიშროების საბჭოსადმი მიმართვის დროს.
ასევე ნახეთ: 

| Print |