დღის ფრაზა
უკრაინაში „რკინის გუმბათზე“ ძლიერი სისტემა აშენდება - ზელენსკი
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი პირობას დებს, რომ უკრაინაში თანამედროვე და უნივერსალური ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემა აშენდება.

ამის შესახებ მან უკრაინელ მოზარდებთან ვიდეოკონფერენციის დროს განაცხადა, რომლებიც დროებით პოლონეთის ტერიტორიაზე იმყოფებიან.

„ახალი სისტემა აშენდება, რომელიც „რკინის გუმბათზე“ ძლიერი იქნება. ისრაელი ძლიერი, მაგრამ პატარა ქვეყანაა და მათი სისტემა ჩვენ არ გამოგვადგება, რადგან ჩვენთან მხოლოდ კიევის რეგიონია იმხელა, რამხელაც მთელი სახელმწიფო ისრაელი, შეიძლება უფრო დიდიც. ამიტომ, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ავაშენოთ თანამედროვე უნივერსალური ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემა. დავიწყებთ მშენებლობას“, - განაცხადა ზელენსკიმ კითხვაზე - ექნება თუ არა უკრაინას ისრაელის მსგავსი ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემა.
ასევე ნახეთ:
| Print |