აბრეშუმის გზა
C ვიტამინის დღიური დოზის მისაღებად რამდენიმე ყლუპი ასკილის ნაყენია საკმარისი
ასკილი C ვიტამინის წყაროა, რითაც ორგანიზმს იცავს ვირუსული თუ ბაქტერიული ინფექციებისაგან. ლიმონი, რომელიც ტრადიციულად მიიჩნევა C ვიტამინის წყაროდ, 53 მგ ასკორბინის მჟავას შეიცავს (იგულისხმება 100 გრამი პროდუქტი), მაშინ, როცა 100 გრამ ასკილში 470 მგ C ვიტამინია.

იმისათვის, რომ ორგანიზმი დააკმაყოფილოთ C ვიტამინის დღე-ღამური დოზით, საკმარისია სულ რამდენიმე ყლუპი ასკილის ნაყენი მიირთვათ. გაითვალისწინეთ, რომ ასკორბინის მჟავას უხვად შემცველობის გამო ასკილის ნაყენი უკუნაჩვენებია მათთვის, ვისაც მომატებული მჟავიანობა, კუჭის ლორწოვანი გარსის ანთება (გასტრიტი) და კუჭის წყლულოვანი პათოლოგია აწუხებს.

ასკილის ნაყოფის ნაყენი სისხლის წარმოქმნის ფუნქციაზე ახდენს მასტიმულირებელ გავლენას,შესაბამისად, მას ანემიით დაავადებულებს უნიშნავენ, ხოლო თრომბოფლებიტით დაავადებულთათვის ასკილის ნაყენი უკუნაჩვენებია.

ასკილს აქვს სუსტად გამოხატული ნაღველმდენი თვისება, ამიტომაც მისი ჩართვა რეკომენდებულია ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის დაავადებათა თერაპიაში.

ასკილის ნაყენში შემავალი ნივთიერებები ბლოკავს ინსულინის გამოყოფას, ამიტომაც შაქრიანი დიაბეტით დაავადებულებმა სიფრთხილით უნდა მიირთვან ასკილის ნაყენი. 

ასკილის ნახარში ეფექტურია იმუნური სისტემის გასაძლიერებლად გაციების დროს. ნაყენი შემდეგნაირად უნდა მომზადდეს: ერთი სადილის კოვზი გამომშრალი ნაყოფი დავფქვათ და 2 ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი დავასხათ, 5-10 წუთი ავადუღოთ. 2-3 საათი გავჩეროთ და გადავწუროთ. ეს ნახარში შეგვიძლია მივიღოთ დღეში 3-4 ჯერ, 1/4-1/2 ჭიქა.

ასკილის ნაყენი გამოიყენება თირკმლებში მიმდინარე ანთებითი პროცესების საწინააღმდეგოდ. ამისათვის, 20 გრამ დაქუცმაცებულ ნედლეულს დავასხათ ერთი ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი და 12 საათი გავაჩეროთ თერმოსში, შემდეგ გადავწუროთ. ეს ნაყენი შეგვიძლია დღეში სამჯერ, ნახევარი ჭიქა მივიღოთ.

შეიძლება, დაგაინტერესოთ:

ასკილი – ბუნებრივი პოლივიტამინი
| Print |