აბრეშუმის გზა
რა საფრთხის შემცველია პარფიუმერული ნაწარმი
სხვადასხვა კვლევის თანახმად, პარფიუმერული ნაწარმის უმრავლესობა შაკიკისა და ალერგიულ რეაქციათა მაპროვოცირებელია. სუნამოების უმრავლესობა შეიცავს სინთეტურ კომპონენტებს, ეს ინგრედიენტები კი კომერციული საიდუმლოებაა, შესაბამისად, ალერგიულ პირებს არ შეუძლიათ იმის განსაზღვრა, კონკრეტულად რა ნივთიერება ან რომელი ნაწარმი იწვევს მათი ორგანიზმის მომატებულ მგრძნობელობას (ჰიპერმგრძნობელობას).
რაც შეეხება ბუნებრივ (ნატურალურ) ეთერზეთებს, რომლებიც ბევრი არომატის ძირითადი საფუძველია, ტოქსიკური ეფექტის მქონეა, რაც ღვიძლისა და სხვა ორგანოთა დაზიანებაში გამოიხატება. თავის ტკივილის, ასთმისა თუ სხვადასხვა სახის გამონაყარის მიზეზი ხშირად სუნამო, ტუალეტის წყალი ან კიდევ დეზოდორანტია. თვითშეგრძნების გაუარესების 75 % თურმე ასევე პარფიუმერულ ნაწარმს უკავშირდება. ეს კი საგანგაშო მაჩვენებელია!

წყარო: მკურნალი.ჯი
| Print |