აბრეშუმის გზა
10 მარტივი წესი, რომლის გარეშეც ვერ გახდებით
თუ გახდომას აპირებთ, ვარჯიშობთ, დიეტას იცავთ, მაგრამ სასურველ შედეგს ვერ აღწევთ, ჩვენი რჩევები გაითვალისწინეთ.

1. მუცლის პრესის კეთებისას შედეგს ვერ მიაღწევთ, რადგან ქონი შეიძლება მუცლის ქვედა შრეებში ჩაჯდეს. მუცელზე ქონები მარტივად რომ დაწვათ, პრესის გაკეთებისას მუცლის კუნთები უნდა დაჭიმოთ.

2. უზმოზე დალიეთ 2 ჭიქა წყალი. 10 წუთის შემდეგ დალიეთ 2 ჩაის კოვზი ზეითუნის ზეთი. შეგიძლიათ ზეთი ვაშლით ჩაანაცვლოთ.

3. მეორე პუნქტში აღწერილი რჩევის შესრულების შემდეგ ისაუზმეთ. იკვებეთ ჯანსაღად.

4. ჭამის შემდეგ არასდროს დალიოთ წყალი, რადგან წყალი ადიდებს კუჭს, ფერხდება საკვების მონელება. წყალი ჭამიდან 40 წუთის გასვლის შემდეგ შეგიძლიათ დალიოთ.
5. იკვებეთ პატარა პორციებით. იდეალურია დღეში 5-ჯერ ჭამა პატარა ულუფებითა და 3-საათიანი ინტერვალებით.

6. მიიღეთ საკვები 6 საათის შემდეგ, მაგრამ არაუგვიანეს დაძინებამდე 3-4 საათისა.

7. 16 საათის შემდეგ მიიღეთ ცილოვანი საკვები. დღის მეორე ნახევარში ნახშირწყლები ცხიმებად გადაიქცევა.

8. კონტრასტული შხაპი ყველა დაავადების წამალია. უმჯობესდება სისხლის მიმოქცევა, მეტაბოლიზმი, კანის ფერი და რაც მთავარია, ცელულიტი ქრება.

9. კუჭის მოქმედების გასაუმჯობესებლად ჭამეთ ნელა, ლუკმა ღეჭეთ დიდხანს (დაახლოებით 25-30-ჯერ). დანაყრების შეგრძნება ჭამის დაწყებიდან 20 წუთის შემდეგ დგება. ამ დროის მანძილზე უამრავი რამის შეჭმას მოასწრებთ. ამიტომ, კუჭი ზედმეტად რომ არ გადატვირთოთ, ჭამეთ ნელა, ღეჭეთ დიდხანს.

10. თუ შიმშილის გრძნობამ შეგაწუხათ, 30-ჯერ ჩაბუქნეთ.

წყარო:მარაო.ჯი
| Print |