აბრეშუმის გზა
20 სამედიცინო მითი, რომლებისაც ადამიანების 93%-ს დღემდე სჯერა
სამედიცინო მტკიცებულებებზე დაფუძნებული ჩვენი ყოველდღიური ქმედებები - რომელი მათგანია სასარგებლო და რომლები გვეკრძალება კატეგორიულად.
  1. აბორტი არ ზრდის ქალის უნაყოფობის რისკს, თუ ის განვითარებული ქვეყნის ლეგალურ კლინიკაში გაკეთდება.
  2. ანტიდეპრესანტები არ იწვევს დამოკიდებულებას.
  3. ვარჯიში 85 წლის ასაკშიც რომ დაიწყოთ, ეს ჯანმრთელობისთვის მაინც სასარგებლოა და გაგიხანგრძლივებთ სიცოცხლეს.
  4. მომზადებამდე ხორცისა და კვერცხის გარეცხვა საჭირო არ არის: მაღალ ტემპერატურაზე ბაქტერიები მაინც დაიხოცებიან, გარეცხვის შემთხვევაში კი გარშემო მიმოიფანტებიან.
  5. მცირე ნაკაწრისა და ჭრილობის დროს, საკმარისია გადაირეცხოთ წყლით. იოდი და მსგავსი ანტისეპტიკური საშუალებები ჭრილობის მოშუშების პროცესს მხოლოდ გაახანგრძლივებს.
  6. არავითარი მტკიცებულება არ არსებობს იმისა, რომ ელექტრონული სიგარეტი მოწევაზე თავის დანებებაში ეხმარება ან ჩვეულებრივ სიგარეტზე უსაფრთხოა.
  7. კომპიუტერთან მუშაობა მხედველობას ზიანს არ აყენებს.
  8. ფეხმძიმობის დროს დასაშვებია და საჭიროა ვარჯიში. ასევე არ იკრძალება ქსოვა, ხელების მაღლა აწევა, თვითმფრინავით ფრენა, ყავის დალევა და სექსი (თუ არ გაქვთ უკუჩვენება).
  9. ზურგის ტკივილის დროს წოლა სასარგებლო არ არის, პირიქით - საჭიროა მოძრაობა. და საერთოდ, ფიზიკური აქტივობა ზურგის ტკივილის ერთ-ერთ სუკეთესო პროფილაქტიკად ითვლება.
  10. დამწვრობის შემთხვევაში რომ არ მოხდეს ბუშტუკების წარმოქმნა, დაზიანებული ადგილი 5 წუთით წყალს უნდა შეუშვიროთ. დაუშვებელია დამწვრობაზე მოშარდვა, ზეთების ან კბილის პასტის წასმა.
  11. სამედიცინო თვალსაზრისით, ახალშობილისთვის მასაჟის გაკეთება აუცილებელი არ არის. ის ჯანმრთელ ბავშვს ვერაფრით დაეხმარება, იყოს უფრო ჯანმრთელი და მოძრავი.
  12. ტემპერატურის დაწევა საჭიროა მაშინ, როცა ცუდად ხართ და არა მაშინ, როცა თერმომეტრი გარკვეულ ციფრებს გიჩვენებთ.
  13. სკრაბების გამოყენება კანის მოვლის აუცილებელი ნაწილი სულაც არ არის და მათი გამოყენებისას საჭიროა სიფრთხილე.
  14. სულაც არ არის აუცილებელი დღეში 2 ლ წყლის მიღება. თუ ხანდაზმული ადამიანი არ ხართ, მაშინ წყლის უკმარისობას წყურვილი შეგახსენებთ.
  15. მკერდის კიბო მამაკაცებსაც ემართებათ.
  16. აკნე არასწორი კვების გამო არ ჩნდება.
  17. ფიზიკური დატვირთვა გახდომაში თითქმის არ ეხმარება. უფრო მნიშვნელოვანია სწორი კვება.
  18. ადამიანის მოსასულიერებლად ნიშადურის გამოყენება საჭირო არ არის. გულის წასვლა დასრულდება, როცა ორგანიზმი ამისთვის მზად იქნება.
  19. გადაუდებელი კონტრაცეფცია აბორტს არ გამოიწვევს, თუ ორსულობა უკვე დადგა.
  20. არ არსებობს ჰიპოალერგიული ძაღლებისა და კატების ჯიშები.
წყარო: lifter.com.ua
| Print |