აბრეშუმის გზა
სკოლის გვიან დაწყების სარგებელი დადგინდა

 

ინგლისში, ბერკშირის საგრაფოში გოგოების კერძო სკოლაში ექსპერიმენტი ჩაატარეს, რომელმაც აჩვენა, რომ გვიან გაღვიძებას მოსწავლეების კონცენტრაციის გაუმჯობესება შეუძლია. ამის შესახებ Daily Mail-ი წერს.

ექსპერიმენტის ფარგლებში მოსწავლეებს სასწავლო პროცესი 08:30-დან 10:00 საათამდე გადაუწიეს. ამის გამო მათ გამოძინების საშუალება მიეცათ.

შედეგად ბავშვები ნაკლებად იყვნენ ცუდ ხასიათზე, რაც მათმა მშობლებმაც აღნიშნეს და გაკვეთილებზე უფრო მეტად კონცენტრირებულები გახდნენ.

მსგავს პრაქტიკას უკვე სხვა სკოლებშიც ნერგავენ, მაგალითად სურრეის საგრაფოში ბიჭების კერძო სკოლაში.

სკოლებში ასეთ ზომებს იმით ხსნიან, რომ მოზარდებისთვის 9-10 საათი ძილია რეკომენდირებული, თუმცა სკოლის ადრე დაწყების გამო ისინი ამას ვერ ახერხებენ.

 

| Print |