გართობა
10 ფილმი არასტანდარტულ სიყვარულზე

 

მელოდრამები კინოს თემატიკაში ყველაზე მოთხოვნადი ჟანრია: მათი ყურება ადამიანებს ნებისმიერ დროს შეუძლიათ და ამასთან ერთი და იგივე სასიყვარულო დრამის ნახვა რამდენიმეჯერაც კი არ ბეზრდებათ. ბევრ მათგანს რეალური მოვლენები უდევს საფუძვლად, ბევრი წიგნის ეკრანიზაციას წარმოადგენს, ზოგი კი რეჟისორის ორიგინალური ჩანაფიქრით საკმაოდ არაორდინალური სიუჟეტით გამოირჩევა:

1. მხოლოდ საყვარლები გადარჩებიან (2013)
ჯიმ ჯარმუშის ვამპირული დრამა ტილდა სუიტონის და ტომ ჰიდლსტონის ბრწყინვალე თამაშით გამოირჩევა. მათი სიყვარული საკმაოდ ორიგინალური და ესთეტიკური კადრებითაა გადმოცემული.


2. ბრწყინვალე გონების მუდმივი ნათება (2004)
ერთ-ერთი ყველაზე გასაოცარი ისტორია სიყვარულის შესახებ საკმაოდ სევდიანია.


3.გოგონა კომპლექსების გარეშე (2015)
ემი შუმერი ცნობილია თავისი თამამი იუმორით. მისი სცენარით გადაღებული ეს ფილმი სავსეა ირონიით. გმირების რომანი რეალურ ცხოვრებას ძალიან მოგაგონებთ.


4. ლარსი და ნამდვილი გოგონა (2007)
რაიან გოსლინგის გმირს ფსიქიკური აშლილობა აქვს და გოგონა, რომელიც უყვარს, უსულო თოჯინაა.


5. ედვარდ მაკრატელხელება (1990)
ტიმ ბარტონის კლასიკა სიყვარულის უნიკალურობას საოცრად წარმოაჩენს, მას არ უნდა ჰქონდეს გარკვეული სტანდარტები თუ ჩარჩოები. ჯონის დეპის ერთ-ერთი საუკეთესო შესრულება აუცილებლად აგატირებთ.


6. ენი ჰოლი (1977)
მსოფლიოს კინოს კიდევ ერთი შედევრის სცენარი 1978 წელს ყველაზე სასაცილო სცენარად აღიარეს. აქ იუმორი და გონებამახვილობა ეფექტურად ერწყმის ერთმანეთს.


7. თბილი სხეულები (2013)
მარტოხელა ზომბი ნამდვილ გოგონას ხვდება და უყვარდება. ისტორიამ ბევრ ფილმსა და წიგნში ჰპოვა ასახვა, მაგრამ ამ სურათში განსაკუთრებით გულშიჩამწვდომია. იმისთვის, რომ აზრები გადმოსცეს, ზომბი მამაკაცი საყვარელ გოგონას მუსიკას ურთავს.


8. ლობსტერი (2015)
უცნაურ ფილმში მოვლენები მომავალში ხდება. მარტოხელა ადამიანებს სპეციალურ სასტუმროში გზავნიან, სადაც მხოლოდ ნახევარი თვე აქვთ მეწყვილის საპოვნელად. ფილმმა კანში ჟიურის პრიზი მოიპოვა.


9. გამაოგნებელი სიყვარული (2002)
მთავარ გმირს საპირისპირო სქესის წარმომადგენლებთან ურთიერთობა უჭირს, თუმცა ერთხელაც ისეთ გოგონას ხვდება, რომელიც მას ცვლის. კომიკოსი ადამ სენდლერი ამ სურათში მსახიობური ოსტატობით გაგაოცებთ.


10. ვერცხლისფერი პიესები (2012)
ფსიქიატრიულ კლინიკაში 9 თვის გატარების შემდეგ მამაკაცი ნორმალურ ცხოვრებას უბრუნდება: ცხოვრობს მშობლებთან და ცოლის დაბრუნებას ცდილობს, თუმცა მასთან მიახლოება ეკრძალება. შემთხვევით გოგონას იცნობს, რომელმაც ფსიქიატრიული განკურნების კურსი ახლახან გაიარა. 

წყარო: mpedia.ge

 

Facebook Twitter
პარტნიორი მედიასაშუალებების მასალები
ამინდი
ახალციხე -5 °C
img
ახალქალაქი -3 °C
img
ასპინძა -2 °C
img
ადიგენი 12 °C
img
ბორჯომი 0 °C
img
თბილისი -2 °C
img
აბასთუმანი -5 °C
img
ბაკურიანი -4 °C
img
ნინოწმინდა -3 °C
img
ვალუტა
EUR
EUR
1
3.2024
RUB
RUB
100
4.6032
TRY
TRY
1
0.4951
USD
USD
1
2.8647
AMD
AMD
1000
5.9868
კალენდარი
«« დეკემბერი 2019 »»
252627282930 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31 12345
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.