აბრეშუმის გზა
სახის გაწმენდის მეთოდები
არსებობს სახის წმენდის არა მარტო კლასიკური, არამედ ხალხური მეთოდებიც. სწორედ მათ შესახებ ვისაუბრებთ ქვემოთ. სახის წმენდა მცენარეული ზეთით
ღამით სახისა და ყელის გაწმენდის ყველაზე გავრცელებული და ხელმისაწვდომი საშუალება მცენარეული ზეთია. 1-2 სუფრის კოვზი ნებისმიერი ზეთი ჩავასხათ მინის პატარა ქილაში და 1-2 წუთით ჩავდგათ ცხელი წყლით სავსე თასში. ამ ზეთში ოდნავ დასველებული ბამბის ტამპონით გავიწმინდოთ სახე და ყელი. ამის შემდეგ ზეთით უკვე კარგად გაჟღენთილი ტამპონი წავისვათ ყელზე ქვემოდან ზემოთ, შემდეგ - ნიკაპიდან ტუჩის კუთხეებისა და საფეთქლებისკენ, ცხვირსა და შუბლზე სახის შტრიხების მიმართულებით.

არც ტუჩებისა და წარბების გაწმენდა დაგვავიწყდეს. 2-3 წუთის შემდეგ სახიდან და ყელიდან ზეთის ნარჩენი მოვიშოროთ ლოსიონში, ჩაის ნაყენში ან მარილწყალში დასველებული ბამბის ტამპონით. პირველ და მეორე ჯერზე ბამბის ტამპონი ოდნავ უნდა იყოს სველი (ასე უკეთ შორდება ცხიმოვანი შრე), მესამე ჯერზე კი კარგად დასველებული ტამპონი უნდა გადავისვათ.

სახის გაწმენდა მჟავე რძით

მცენარეული ზეთით სახის წმენდა მიზანშეწონილია მხოლოდ შემოდგომაზე და ზამთარში, მჟავე რძით წმენდა კი ნებისმიერი ტიპის კანისთვის მთელი წლის განმავლობაშია რეკომენდებული. ამ მეთოდით სახის წმენდა განსაკუთრებით სასარგებლოა გაზაფხულზე - ჭორფლის გაჩენის სეზონზე. მჟავე რძის გავლენით ჭორფლი უფერულდება, კანი კი გლუვი და ნაზი ხდება. მჟავე რძის ნაცვლად შეიძლება გამოვიყენოთ კეფირი, მაწონი ან არაჟანი. საყურადღებოა, რომ არ შეიძლება რძის გადამჟავებული პროდუქტების გამოყენება - ძლიერ აღიზიანებს მშრალ კანს.

ნორმალური, უფრო კი ცხიმიანი კანისთვის ძალიან სასარგებლოა რძის შრატით პირის ბანა. ეს მეთოდი შეიძლება გამოვიყენოთ მშრალი, მაგრამ არა აქერცვლისადმი მიდრეკილი, კანისთვისაც. თავდაპირველად სახე მჟავე რძეში, მაწონში ან კეფირში ოდნავ დასველებული ბამბის ტამპონით უნდა გავიწმინდოთ. ყოველ მომდევნო გაწმენდაზე ბამბის ტამპონი უფრო და უფრო მეტად უნდა დავასველოთ. რამდენი ტამპონი დაგვჭირდება სახის გასაწმენდად, კანის დაბინძურების ხარისხზეა დამოკიდებული. დასასრულს კანზე შერჩენილი რძე ან მაწონი კარგად გაწურული ტამპონით უნდა მოვიშოროთ და ჯერ კიდევ ნამიან სახეზე წავისვათ მკვებავი კრემი.

მჟავე რძით წმენდის შემდეგ კანზე შეიძლება გადავისვათ ტონიკიც.

თუ რძით გაწმენდის შემდეგ კანი გაწითლდა და გაღიზიანდა, მყისვე უნდა გადავისვათ ჩაის ნაყენში ან ახალ რძეში დასველებული 1-2 ბამბის ტამპონი და მხოლოდ ამის შემდეგ წავისვათ მკვებავი კრემი. მომდევნო დღეებში (3-4 პროცედურის შემდეგ) მჟავე რძით გამოწვეული გაღიზიანების ინტენსივობა მოიკლებს და მალე სულ მთლად გაივლის.

სახის წმენდა ლოსიონით (ტონიკით)

თუ წყალი და კოსმეტიკური საპონი კანს აღიზიანებს, ლოსიონი ან ტონიკი იხმარეთ. მათი გამოყენება წელიწადის ნებისმიერ დროს შეიძლება. ასევე შეიძლება, დილა-საღამოს პირის დაბანის ნაცვლად სახე ტონიკით ან ლოსიონით გაიწმინდოთ. ამისთვის, კანის დაბინძურების ხარისხის შესაბამისად, დაგჭირდებათ 2-3 ან მეტი ბამბის ტამპონი. ეს საშუალებები კარგად აშორებს კანს ოფლს, ცხიმს, მტვერს, ეპიდერმისის მკვდარ უჯრედებს და სისუფთავის სასიამოვნო შეგრძნებას აჩენს.

მართალია, ლოსიონი (ტონიკი) სახის საწმენდი ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული საშუალებაა, მაგრამ ნებისმიერი ლოსიონით (ტონიკით) კანის გაწმენდა არ შეიძლება. უნდა გამოიყენოთ კანის ტიპისა და მდგომარეობის შესაფერისი საშუალება და გაითვალისწინოთ მასში შემავალი სპირტის მიმართ კანის მგრძნობელობაც. მშრალი კანის შემთხვევაში ექიმის დანიშნულების გარეშე სპირტიანი ლოსიონის გამოყენება არ არის რეკომენდებული, რადგან სპირტი უფრო მეტად აშრობს კანს და შესაძლოა, ანთებაც გამოიწვიოს.

ოდითგანვე პოპულარულია მცენარეული ექსტრაქტის შემცველი ლოსიონები. აღმოსავლეთის ქვეყნებში მათ არომატული ყვავილებისგან ამზადებდნენ. ლოსიონების დასამზადებლად დღესაც იყენებენ სხვადასხვა მცენარის (მაგალითად, ალოეს, გვირილის, ვარდის) ყვავილების ექსტრაქტს. კვლავაც გავრცელებულია შინაური საშუალებები - ჭინჭრის, ლავანდის, პიტნის, ვარდის ფურცლების ნაყენი და ნახარში. მცენარეული ექსტრაქტის შემცველი ლოსიონი არა მარტო წმენდს, არამედ ტონუსსაც მატებს კანს. ძალიან სასარგებლოა მცენარეების ნაყენისა და ნახარშის კომპრესები, ასევე - პირის ბანა ნაყენით ან ნახარშით 2-5 წუთის განმავლობაში.

პირის ბანა რძით

რძით პირის ბანას მრავალსაუკუნოვანი ტრადიცია აქვს. რძე ამშვიდებს კანს, ამიტომ უმეტესად მშრალი და მგრძნობიარე ტიპის კანისთვის იყენებენ. ეს პროცედურა ტარდება კანის გაწმენდის შემდეგ. რძე 1:1 თანაფარდობით ცხელი წყლითაა განზავებული. გაწმენდილ კანს კარგად ვისველებთ რძით - ვისვამთ სახეზე რძეში კარგად დასველებულ ბამბას ან რძეს ვასხამთ თასში და ვყოფთ შიგ სახის ჯერ ერთ, მერე მეორე მხარეს, მერე - შუბლს და ბოლოს - ნიკაპს. რძით დაბანის შემდეგ კანი ოდნავ უნდა შევიშროთ. ამისთვის ბამბა მსუბუქად უნდა მივიდოთ კანზე. თუ კანი გაღიზიანებული ან აქერცლილია, რძეს ცხელი წყლის ნაცვლად ამატებენ გვირილის, ცაცხვის ან ჟოლოს ფოთლების ნაყენს. რძით პირის დაბანა შეიძლება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ კანზე არ გვაქვს ნაკაწრები და ჩირქოვანი გამონაყარი.

სახის გაწმენდა კვერცხის გულით
კარგი იქნება, თუ ცხიმიან კანს დროდადრო კვერცხის გულით გავიწმენდთ. ეს პროცედურა შემდეგნაირად უნდა ჩატარდეს: პატარა ქილაში ჩავაგდოთ კვერცხის გული, ვურიოთ და თანდათან დავუმატოთ 1-2 ჩაის კოვზი გრეიპფრუტის წვენი, ლიმონის წვენი და ძმარი. მიღებული ნარევის ნაწილი დავიტოვოთ კანის გასაწმენდად, დანარჩენი კი სიგრილეში შევინახოთ - კიდევ 2-3 გაწმენდაზე გვეყოფა. ოდნავ დავასველოთ ბამბის ტამპონი, დავადოთ ზედ ცოტაოდენი ნარევი და სწრაფად გავიწმინდოთ სახე (კანმა არ უნდა შეიწოვოს ეს მასა). პროცედურა გავიმეოროთ 2-3-ჯერ, თან ყოველ ჯერზე გავზარდოთ ნარევის ოდენობა (სახეზე ის თანდათან აქაფდება და სწორედ ამ ქაფით ვიწმენდთ კანს). ნარევი სახესა და ყელზე უნდა გავიჩეროთ 2-3 წუთით, მერე ჩამოვიბანოთ წყლით ან მოვიშოროთ სველი ტამპონით, ბოლოს კი ოდნავ ნამიან კანზე წავისვათ მკვებავი კრემი.

კანის წმენდა ქატოთი და შავი პურით

ამისთვის გამოგვადგება ხორბლის, შვრიის, ბრინჯის ქატო ან ცხელ წყალში დანამული ქატოს შავი პურის რბილობი. პროცედურა ასეთია: სახის კანი უნდა დავისველოთ, შემდეგ მარცხენა ხელისგულზე დავიყაროთ 1 სუფრის კოვზი ქატო, დავასველოთ და ვურიოთ, სანამ ფაფის კონსისტენციამდე არ მივიყვანთ. მარჯვენა ხელით ეს ფაფა დავიდოთ სახეზე და მსუბუქი მოძრაობით გავიწმინდოთ ნიკაპი, ცხვირი, შუბლი, ლოყები (სახის შტრიხების გასწვრივ). როგორც კი გაგიჩნდებათ შეგრძნება, რომ მასა თავისუფლად მოძრაობს კანზე, ის მაშინვე უნდა ჩამოიბანოთ წყლით.

ამავე წესით ხდება სახის გაწმენდა შავი პურით. ამ პროცედურის შემდეგ ჩნდება კანის სისუფთავისა და სირბილის შეგრძნება.

ცხიმიანი კანის ქატოთი გაწმენდა ძალზე ეფექტიანია, განსაკუთრებით მაშინ, თუ ცხელი წყლით (360ც) ჩამოვიბანთ, მერე კი სახეზე ცივ წყალს შევისხამთ. ეს პროცედურა შეიძლება ჩატარდეს საღამოობით 1 თვის განმავლობაში.

კანის გაწმენდა საპნის ქაფით

საპნის ქაფით იწმენდენ უმეტესად ცხიმიან და ფართოფორებიან კანს, თუმცა ეს მეთოდი სასარგებლოა ნებისმიერი ტიპის კანისთვის, რომელსაც შავი წერტილები ატყვია. პროცედურა დიდი სიფრთხილით ტარდება. ბამბის ოდნავ ნამიან ტამპონზე წასმულ კოსმეტიკურ საპონს წრიული მოძრაობებით შევიზელთ სახეზე ქაფის წარმოქმნამდე, განსაკუთრებით გულდასმით უნდა გავიწმინდოთ ის უბნები, სადაც შავი წერტილი ყველაზე მეტია. ჭუჭყით დახშული ფორების გასახსნელად და შავი წერტილების გასაუფერულებლად საპნის ქაფი 3-5 წუთით დავიტოვოთ კანზე, მერე კი გულდასმით მოვიშოროთ თბილ წყალში დასველებული ბამბის ტამპონით. თუ კანი განსაკუთრებულად მგრძნობიარეა, საპნის ქაფი სახეზე მხოლოდ 1-2 წუთით უნდა გავიჩეროთ. თუ კანი ოდნავ გაწითლდა და გაღიზიანდა, პროცედურა უნდა შეამოკლოთ. თუ კანი მეტისმეტად ცხიმიანი და ჭუჭყიანია, საპნიან ბამბის ტამპონს უნდა მოვაყაროთ მარილი.

თავდაპირველად პროცედურა მხოლოდ 1 წუთს გრძელდება და თანდათანობით ხანგრძლივდება 2-3 წუთამდე. ასევე თანდათანობით უნდა ვზარდოთ წმენდის ძალაც.

კანის წმენდა საპნითა და წყლით

საპნითა და წყლით პირის დაბანა სახის გაწმენდის ყველაზე მარტივი და გავრცელებული გზაა, მაგრამ იშვიათად თუ ვინმე ატარებს ამ პროცედურას სწორად. გასათვალისწინებელია, რომ თავად წყალიც უწყობს ხელს კანის გაუცხიმოებას და გამოშრობას, საპონი კი მის მოქმედებას აძლიერებს. საპნით პირის დაბანის შემდეგ კანს 5 საათი სჭირდება ჩვეულებრივი მდგომარეობის აღსადგენად - ბუნებრივი საცხით დასაფარავად. ამ საცხს მჟავა რეაქცია აქვს და ბაქტერიოციდული მოქმედება ახასიათებს. არ შეიძლება პირის დაბანა საყოფაცხოვრებო საპნით, რადგან მასში ჭარბადაა სოდა და, მართალია, კარგად ასუფთავებს კანს, მაგრამ მეტისმეტად არბილებს მის რქოვანა შრეს და შესაძლოა, ანთება და აქერცვლა გამოიწვიოს. საპონში შემავალი სოდა კანის მჟავა რეაქციას ცვლის და ხელს უწყობს მის გამოშრობას, ელასტიკურობის დაქვეითებას და დაბერებას. საპნითა და წყლით პირის დღეში ერთხელ დაბანის შემთხვევაშიც კი კანი დიდი ხნით კარგავს ბუნებრივ ცხიმოვან საცხს. კანის გაუცხიმოება აძლიერებს ოფლის გამოყოფას, რაც, თავის მხრივ, აშრობს კანს და ხელს უწყობს ანთებითი პროცესების განვითარებას. ასე რომ, კანის სიწითლისა და აქერცლის შემთხვევაში საპონი უკუნაჩვენებია. უნდა გვახსოვდეს, რომ პირი მხოლოდ კოსმეტიკური საპნით უნდა დავიბანოთ.

სახის წმენდა ბალახის ნახარშებით

ბევრს კომბინირებული ტიპის კანი აქვს. ასეთი კანი შუბლზე, ცხვირსა და ნიკაპზე ცხიმიანია, საფეთქლებზე, ლოყებზე, ყელზე და თვალების ირგვლივ კი - მშრალი. ამ ტიპის კანს საპნითა და წყლით წმენდა არ უხდება. კოსმეტოლოგები გვირჩევენ, დილაობით სახე და ყელი გავიწმინდოთ ყვითელგულას, პიტნის ან სალბის ნაყენით, საღამოობით კი - რძიანი ჩაით (სახეზე წაისვით რძეში დასველებული ტამპონი, შემდეგ გაიწმინდეთ კანი 1:1 თანაფარდობის რძისა და ჩაის ნაზავში კარგად დასველებული ბამბით).
წყარო:https://mkurnali.ge
Facebook Twitter
ამინდი
ახალციხე 5 °C
img
ახალქალაქი 2 °C
img
ასპინძა 6 °C
img
ადიგენი 17 °C
img
ბორჯომი 9 °C
img
თბილისი 15 °C
img
აბასთუმანი 3 °C
img
ბაკურიანი 5 °C
img
ნინოწმინდა 2 °C
img
ვალუტა
AMD
AMD
1000
6.8723
EUR
EUR
1
2.8555
RUB
RUB
100
2.8670
TRY
TRY
1
0.0822
USD
USD
1
2.6802
კალენდარი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
The views, opinions and statements expressed by the author/authors and those providing comments are theirs only and do not necessarily reflect the position of the Foundation or the Center. Therefore, the Open Society Georgia Foundation and Georgian Center for Strategy and Development are not responsible for the content of the information material.

https://kareasbetbedavabonus.comhttps://dizimat.prohttps://gobahisguncelgiris.comhttps://kareasbetsikayet.comhttps://mainealpacafarms.comhttps://siyahbayrakaynaamir.comboomcrystaltoys.comizmir escortizmir escortistanbul escortistanbul escortdeneme bonusu veren sitelerbetpark girişbetistmarsbahishttps://tarifebilir.comhttps://1kareasbetcasino.comhttps://aspercasinogirisi.orghttps://betbossgirisadresi.comhttps://diziworld.prohttps://forumbahis2.prohttps://guncelcasinositeleri.comhttps://guvenilirpokersiteleri.orghttps://kareasbetuyelik.comBetturkeyMatadorbetbetforward-shart.com1xbet-1xir.comdeneme bonusu veren sitelerdeneme bonusu veren sitelercasibom girişDeneme BonusuBets10 GirişEntrümpelung firmamedyamuhabiri.combetturkeybetturkey girişbetturkeybetturkey girişstarzbetstarzbet girişxslotxslot girişxslot güncel girişxslot yeni girişsuperbetinBinance Kayıt Olmaistanbul tabelacıreklam tabelatotem tabelabetkombahiscom twittertipobet yeni giristipobet güncel giriştipobet günceltipobet tvmariobet girişmariobet twittermariobettarafbet giriştarafbet twittertarafbet adressweet bonanza demo oynabetturkey twitterBetnano girişPusulabetbahiscom girişbahiscom twittersuperbetinbetturkeystarzbet girişstarzbet twitterstarzbet girişstarzbet twittercasibombetturkey girişbetturkey twitterparibahis hacklink al duşakabin fiyatları fethiye escort bayan escort - vip elit escort dizi film izle erotik film izle duşakabin hack forum casibom marsbahis marsbahisgirtr marsbahis matadorbet casibom starzbet mariobetcasibomyouwincasibombettiltbahsegelbetorspinbayspin girişbaywin girişcasibom girişsafirbettümbetpusulabetbetkanyontürk ifşalargrandbettingkalebet7slotsdinamobetcasibomparibahistümbetjojobetbetinedinamobetkavbetBettiltsüperbahis girişhttps://www.elektronikesigaram.com/iqos-ilumaiqosiqosmariobetbetparksuperbetinvozol 12000timeisworth.comCasibom GirişvbetSahabetaviatorbetebet girişvegasslot girişcasibomcasibomhttps://www.iaimu.ac.id/wp-content/js/marsbahisimajbetmatbetjojobetholiganbetsekabetonwinsahabetmatadorbetgrandpashabetnakitbahispiabellacasinomeritkingdumanbetparibahisdinamobetgalabetimajbetjojobetjojobetmatbetdinamobetcasibommobilbahisjojobetcasibomtrend topic satın alcasibomBetofficePusulabetFestwin Girişmostbetbetmoongalabethiltonbetparibahisbetsmovebetnanomavibetgoldenbahissalt likitsigara shopbahsegeltümbetbetwoonvevobahisbetparksuperbetinvbetvbetgoldenbahisbetsmovebetsmovebetcupbetcupbahigobahigobetnanoasyabahismavibetjojobetlunabetcasibomjojobetinstagram close accountinstagram close accountsekabetmariobettrbetvdcasinoholiganbetbettiltjojobetdinamobetbahiscomomegle livemobilbahiscasinometropolsahabetjojobetsafirbetmariobetsahabetMarsbahis Girişbahiscombetparktarafbet+18 filmvbetparibahisbaywincasibom girişbetkombetebetvbetvbetjojobetholiganbetcasibommarsbahismatbetsekabetonwinsahabetgrandpashabetnakitbahismeritkingbahsegelcratosslotkralbetdinamobetbetkanyongoldenbahisholiganbetbets10marsbahisbets10meritkinggrandbettingperabetimajbetperabetvdcasinotipobettümbetgrandpashabet1xbetgrandpashabet twittertarafbettarafbetstarzbetbetkomtarafbetkingbettingbahiscomxslot twittertürk pornoporno sexporno izlebedava pornopusulabet