ამინდი
წვიმა და ძლიერი ქარი - საქართველოში ამინდი გაუარესდება
5-6 თებერვალს საქართველოში, ძირითადად ქვეყნის დასავლეთ ნაწილში, ამინდი გაუარესდება. სინოპტიკოსების ინფორმაციით, მოსალოდნელია წვიმა, მაღალ მთაში თოვლი, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია ნისლი, იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, მაღალ მთაში ქარბუქი და ზღვაზე 2-3 ბალიანი ღელვა.

ახალციხეში ჰაერის ტემპერატურა 6 გრადუსამდე დაიწევს. მოსალოდნელია ნალექი წვიმის სახით, მაღალ მთაში კი თოვლი. 

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს მდინარეებზე წყლის დონის მნიშვნელოვანი მატება, ხოლო მთიან ზონებში ზვავების ფორმირება და მეწყრული პროცესების ჩასახვა - გააქტიურება გამოიწვიოს.
| Print |