ამინდი
საქართველოში ტემპერატურის მატებაა მოსალოდნელი
სინოპტიკოსები 12 თებერვლამდე საქართველოში მზიან ამინდებს პროგნოზირებენ. ამის ფონზე, საქართველოს ცალკეულ რაიონში შესაძლოა მცირე ნალექი აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში დასავლეთ საქართველოს დაბლობში +17, +22, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოს ბარში +14, +19 გრადუსის ფარგლებშია მოსალოდნელი.

ახალციხეში ჰაერის ტემპერატურა +13 გრადუსამდე გათბება. 12 თებერვლიდან კი მცირე ნალექია მოსალოდნელი. 16 თებერვლიდან აცივდება და ტემპერატურა -6 გრადუსამდე დაიწევს.
| Print |