ამინდი
როგორი ამინდია მოსალოდნელი უქმე დღეებში
13-14 თებერვალს საქართველოში მოსალოდნელია წვიმა, მაღალმთაში თოვლი, ზოგან ძლიერი, იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, მაღალმთაში ქარბუქი და ზღვაზე 5-6 ბალიანი ღელვა.

„მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია მდინარეებზე წყლის დონის მნიშვნელოვანი მატება, ხოლო მთიან ზონებში ზვავების ფორმირება და მეწყრული პროცესების ჩასახვა - გააქტიურება გამოიწვიოს“, - ნათქვამია გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

რაც შეეხება სამცხე-ჯავახეთს, ახალციხეში 13 თებერვალს, ღამით ყინვა მინუს 4 გრადუსამდე დაეცემა, ხოლო დილით +2 გრადუსამდე გათბება.


| Print |
თეგები: ამინდი / თოვა / ყინვა /