ამინდი
როგორი ამინდია მოსალოდნელი სამცხე-ჯავახეთში
10 ნოემბრამდე საქართველოში თბილი და უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ჰაერის ტემპერატურა დღისით დასავლეთ საქართველოს დაბლობში +20, +25, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში +16, +21 გრადუსი იქნება.

ახალციხეში დღისით ჰაერი 14 გრადუსამდე გათბება, ადიგენში - 13, ასპინძაში 14 გრადუსს ვარაუდობენ, ბორჯომში - 16. ნინოწმინდაში 13-14 გრადუსია მოსალოდნელი, ახალქალაქში კი - 14-15 გრადუსი.

10 ნოემბრიდან კი სამცხე-ჯავახეთის ყველა მუნიციპალიტეტში ძლიერი წვიმაა მოსალოდნელი. 
| Print |