ამინდი
წვიმა, თოვლი და ქარი - როგორი ამინდია მოსალოდნელი სამცხე-ჯავახეთში
გარემოს დაცვის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 21 ნოემბერს საქართველოს ზოგიერთ რაიონში გაწვიმდება, მაღალ მთაში მოთოვს. იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი. ჰაერის ტემპერატურა +10, +15 გრადუსის ფარგლებში იქნება.

22-23 ნოემბერს გამოიდარებს და კვლავ თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში დასავლეთ საქართველოს დაბლობში +15, +20, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში +12, +17 გრადუსამდე მოიმატებს.

თბილისში 24 ნოემბრამდე უნალექო ამინდი შენარჩუნდება. 21 ნოემბერს იქროლებს ჩრდილო-დასავლეთის მიმართულების ქარი. ჰაერის ტემპერატურა +14, +16 გრადუსის ფარგლებში დაფიქსირდება.

რაც შეეხება ახალციხეს, უახლოესი დღეების პროგნოზი ასეთია:

22 ნოემბერი

დღისით +12, ხოლო ღამით -2 გრადუსია მოსალოდნელი

23 ნოემბერი

დღისით +12, ღამით + 2 გრადუსი მცირე ნალექით

24 ნოემბერი

დღისით 11, ღამით +3 გრადუსი წვიმა და ქარი.
| Print |
თეგები: ამინდი / თოვლი /