ამინდი
გარემოს ეროოვნული სააგენტო მოსახლეობს აფრთხილებს
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 2-4 იანვრის პერიოდში საქართველოში მოსალოდნელია ნალექი, ძლიერი ქარი, მთაში ძლიერი თოვა, ნისლი და ქარბუქი, ზღვაზე 3-4 ბალიანი შტორმული ღელვა, საავტომობილო გზებზე ლიპყინული, ელექტროგადამცემ ხაზებზე შემოყინულობა, მთიან რეგიონებში ზვავსაშიშროება.

სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს და წერს, რომ საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე შესაძლოა შეიზღუდოს ტრანსპორტის მოძრაობა.

,,2- 3 იანვარს დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი იქნება, შედარებით აცივდება, ზოგან იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი. ქ. თბილისში 2022 წლის 4 იანვრამდე შენარჩუნებული იქნება უნალექო ამინდი. ჰაერის ტემპერატურა ახალი წლის ღამის საათებში 0, -1, ხოლო დღის საათებში +9, +11 გრადუსის ფარგლებში იქნება. 2-3 იანვარს იქროლებს ჩრდილო-დასავლეთის მიმართულების ქარი. ტემპერატურა 2-3 გრადუსით დაიკლებს" - წერს გარემოს ეროვნული სააგენტო.
| Print |