ამინდი
რეგიონში მზიანი ამინდები შენარჩუნდება
სინოპტიკოსები 25 თებერვლამდე მზიან და უნალექო ამინდს ვარაუდობენ.

22 თებერვალს ახალციხეში დღისით მაქსიმალურ ტემპერატურას 11, ღამით კი 1 გრადუსს უნდა ველოდოთ. ბორჯომში დღისით 12 გრადუსს ვარაუდობენ, ღამით კი 1-ს.

ასპინძაში ტემპერატურა დღისით 11 გრადუსი იქნება, ღამით კი მინუს 1. ადიგენში დღისით 8, ღამით კი მინუს 3 გრადუსია ნავარაუდევი.

რაც შეეხება ჯავახეთს - აქ ღამით ყინვა ნარჩუნდება. ახალქალაქში დღისით 5 და ღამით მინუს 7 გრადუსი იქნება. ნინოწმინდაში სინოპტიკოსები 4 და ღამით მინუს 9 გრადუსს ვარაუდობენ.

რეგიონის კურორტებზეც უნალექო ამინდია მოსალოდნელი. აბასთუმანში დღისით მაქსიმალურ ტემპერატურას 7 გრადუსს, ხოლო ღამით მინუს 4 ვარაუდობენ, ბაკურიანში - დღისით 5, ღამით კი მინუს 4 გრადუსს.

რაც შეეხება დედაქალაქს, თბილისში ტემპერატურა დღისით 12, ღამით კი 2 გრადუსი იქნება.
| Print |