ამინდი
როგორი ამინდია მოსალოდნელი უქმეებისთვის?
სინოპტიკოსები ხვალიდან ამინდის გაუარესებას ვარაუდობენ. ამ უქმეებზე ტემპერატურა მნიშვნელოვნად დაიკლებს.

26 თებერვალს ახალციხეში დღისით მაქსიმალურ ტემპერატურას 8, ღამით კი 2 გრადუსს უნდა ველოდოთ. ბორჯომში დღისით 5 გრადუსს ვარაუდობენ, ღამით კი 3-ს.

ასპინძაში ტემპერატურა დღისით 6 გრადუსი იქნება, ღამით კი 2. ადიგენში დღისით 5, ღამით კი მინუს 1 გრადუსია ნავარაუდევი.

რაც შეეხება ჯავახეთს - აქ ღამით ყინვა ნარჩუნდება. ახალქალაქში დღისით 1 და ღამით მინუს 2 გრადუსი იქნება. ნინოწმინდაში სინოპტიკოსები მინუს 1 და ღამით მინუს 3 გრადუსს ვარაუდობენ.

რეგიონის კურორტებზე ნალექია მოსალოდნელი. აბასთუმანში დღისით მაქსიმალურ ტემპერატურას 4 გრადუსს, ხოლო ღამით მინუს 1-ს ვარაუდობენ, ბაკურიანში - დღისით 1, ღამით კი მინუს 2 გრადუსს.

რაც შეეხება დედაქალაქს, თბილისში ტემპერატურა დღისით 10, ღამით კი 3 გრადუსი იქნება.

| Print |