ამინდი
როგორი ამინდი იქნება უქმეებზე სამცხე-ჯავახეთში?
სინოპტიკოსები უქმეებზე მზიან ამინდს გვპირდებიან. 9 და 10 აპრილს ახალციხეში მზიანი ამინდია მოსალოდნელი. მაქსიმალურ ტემპერატურას 13, ღამით კი 4 გრადუსს უნდა ველოდოთ. ბორჯომში დღისით 10 გრადუსს ვარაუდობენ, ღამით კი 3.

ასპინძაში ტემპერატურა დღისით 12 გრადუსი იქნება, ღამით კი 3 გრადუსია მოსალოდნელი. ადიგენში დღისით 9, ღამით კი 0 გრადუსია ნავარაუდევი.

რაც შეეხება ჯავახეთს - აქაც მზიან ამინდებს უნდა ველოდოთ. ახალქალაქში დღისით 6 და ღამით მინუს 3გრადუსი იქნება. ნინოწმინდაში სინოპტიკოსები დღისით 4 და ღამით მინუს 5 გრადუსს ვარაუდობენ.

რეგიონის კურორტებზეც მზიანი ამინდია მოსალოდნელი. აბასთუმანში დღისით მაქსიმალურ ტემპერატურას 8 გრადუსს, ხოლო ღამით 2 -ს ვარაუდობენ, ბაკურიანში - დღისით 5 ღამით კი მინუს 2 გრადუსს.

რაც შეეხება დედაქალაქს, თბილისში მზიანი ამინდია მოსალოდნელი. დღისით ჰაერის ტემპერატურა 16 გრადუსამდე გათბება, ღამით კი 8 გრადუსია მოსალოდნელი.
| Print |