ამინდი
როგორი ამინდია მოსალოდნელი სამცხე-ჯავახეთში?
სინოპტიკოსები სამცხე-ჯავახეთში ტემპერატურის მატებას ვარაუდობენ. 19 აპრილს ახალციხეში ღრუბლიანი ამინდია მოსალოდნელი. მაქსიმალურ ტემპერატურას 23, ღამით კი 7 გრადუსს უნდა ველოდოთ. ბორჯომში დღისით 19 გრადუსს ვარაუდობენ, ღამით კი 7-ს.

ასპინძაში ტემპერატურა დღისით 22 გრადუსი იქნება, ღამით კი 7 გრადუსია მოსალოდნელი. ადიგენში დღისით 18, ღამით კი 5 გრადუსია ნავარაუდევი.

რაც შეეხება ჯავახეთს - აქ მცირე წვიმას უნდა ველოდოთ. ახალქალაქში დღისით 19 და ღამით 5 გრადუსი იქნება. ნინოწმინდაში სინოპტიკოსები დღისით 17 და ღამით 3 გრადუსს ვარაუდობენ.

რეგიონის კურორტებზეც დათბება. აბასთუმანში დღისით მაქსიმალურ ტემპერატურას 17 გრადუსს, ხოლო ღამით 7-ს ვარაუდობენ, ბაკურიანში - დღისით 14 ღამით კი 3 გრადუსს.

რაც შეეხება დედაქალაქს, თბილისში ნაწილობრივ ღრუბლიანი დღეა მოსალოდნელი. დღისით ჰაერის ტემპერატურა 23 გრადუსამდე გათბება, ღამით კი 10 გრადუსია მოსალოდნელი.
| Print |