ამინდი
როგორი ამინდია მოსალოდნელი აღდგომის დღეებში
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 23-24 აპრილს ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე თბილი და უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დაბლობსა და ბარში +24, +29 გრადუსამდე მოიმატებს.

რაც შეეხება სამცხე-ჯავახეთს, 23 აპრილი უნალექოდ ჩაივლის და მაქსიმალური ტემპერატურა დღისით +20 გრადუსი იქნება. 24 აპრილს, მთელი დღის განმავლობაში მზიანი ამინდია მოსალოდნელი, საღამოს საათებში კი გაწვიმდება. მაქსიმალური ტემპერატურა +23 გრადუსი იქნება.

25 აპრილს სამცხე-ჯავახეთში ისევ წვიმიანი ამინდია მოსალოდნელი.

| Print |