ამინდი
წვიმა და დაბალი ტემპერატურა - როგორი ამინდია მოსალოდნელი სამცხე-ჯავახეთში?
სინოპტიკოსები მთელი ქვეყნის მასშტაბით ტემპერატურის კლებას და ძლიერ წვიმას ვარაუდობენ. 5 მაისს ახალციხეში მაქსიმალურ ტემპერატურას 11, ღამით კი 7 გრადუსს უნდა ველოდოთ. ბორჯომში დღისით 10 გრადუსს ვარაუდობენ, ღამით კი 6-ს.

ასპინძაშიც ტემპერატურა დღისით 11 გრადუსი იქნება, ღამით კი 5 გრადუსია მოსალოდნელი. ადიგენში დღისით 8, ღამით კი 4 გრადუსია ნავარაუდევი.

რაც შეეხება ჯავახეთს - აქაც წვიმას ვარაუდობენ. ახალქალაქში დღისით 9 და ღამით 1 გრადუსი იქნება. ნინოწმინდაში სინოპტიკოსები დღისით 8 და ღამით 0 გრადუსს ვარაუდობენ.

იწვიმებს რეგიონის კურორტებზეც. აბასთუმანში დღისით მაქსიმალურ ტემპერატურას 8 გრადუსს, ხოლო ღამით 4-ს ვარაუდობენ, ბაკურიანში - დღისით 6 ღამით კი 1 გრადუსს.

რაც შეეხება დედაქალაქს, თბილისში ჰაერის ტემპერატურა 15 გრადუსამდე გათბება, ღამით კი 9 გრადუსია მოსალოდნელი.
| Print |