ამინდი
როდიდან გამოიდარებს სამცხე-ჯავახეთში?
სინოპტიკოსების პროგნოზით, ძლიერ წვიმა და უამინდობა კიდევ რამდენიმე დღე გაგრძელდება და ორშაბათიდან გამოიდარებს. 7 მაისს ახალციხეში მაქსიმალურ ტემპერატურას 12, ღამით კი 6 გრადუსს უნდა ველოდოთ. ბორჯომში დღისით 9 გრადუსს ვარაუდობენ, ღამით კი 6-ს.

ასპინძაში ტემპერატურა დღისით 12 გრადუსი იქნება, ღამით კი 5 გრადუსია მოსალოდნელი. ადიგენში დღისით 10, ღამით კი 5 გრადუსია ნავარაუდევი. რაც

შეეხება ჯავახეთს - აქაც წვიმას ვარაუდობენ. ახალქალაქში დღისით 8 და ღამით 2 გრადუსი იქნება. ნინოწმინდაში სინოპტიკოსები დღისით 6 და ღამით 1 გრადუსს ვარაუდობენ.

იწვიმებს რეგიონის კურორტებზეც. აბასთუმანში დღისით მაქსიმალურ ტემპერატურას 8 გრადუსს, ხოლო ღამით 4-ს ვარაუდობენ, ბაკურიანში - დღისით 4 ღამით კი 1 გრადუსს.

რაც შეეხება დედაქალაქს, თბილისში ჰაერის ტემპერატურა 13 გრადუსამდე გათბება, ღამით კი 10 გრადუსია მოსალოდნელი.
| Print |