ამინდი
როგორი ამინდი იქნება მიმდინარე კვირაში რეგიონში?
17 მაისს ახალციხეში მაქსიმალურ ტემპერატურას 19, ღამით კი 5 გრადუსს უნდა ველოდოთ. ბორჯომში დღისით 17 გრადუსს ვარაუდობენ, ღამით კი 4-ს.

ასპინძაში ტემპერატურა დღისით 18 გრადუსი იქნება, ღამით კი 3 გრადუსია მოსალოდნელი. ადიგენში დღისით 16, ღამით კი 0 გრადუსია ნავარაუდევი.

რაც შეეხება ჯავახეთს - აქ ღამით ყინვაა მოსალოდნელი. ახალქალაქში დღისით 13 და ღამით მინუს 1 გრადუსი იქნება. ნინოწმინდაში სინოპტიკოსები დღისით 12 და ღამით მინუს 1 გრადუსს ვარაუდობენ.

მცირე წვიმაა რეგიონის კურორტებზე. აბასთუმანში დღისით მაქსიმალურ ტემპერატურას 14 გრადუსს, ხოლო ღამით 1-ს ვარაუდობენ, ბაკურიანში - დღისით 11 ღამით კი 0 გრადუსს.

რაც შეეხება დედაქალაქს, თბილისში ჰაერის ტემპერატურა 20 გრადუსამდე გათბება, ღამით კი 10 გრადუსია მოსალოდნელი.
| Print |