ამინდი
როგორი ამინდია მოსალოდნელი უქმეებზე სამცხე-ჯავახეთში
სამცხე-ჯავახეთში ხვალ მცირე წვიმას პროგნოზირებენ. 21 მაისს ახალციხეში ღრუბლიანი დღე იქნება, მაქსიმალურ ტემპერატურას 18, ღამით კი 7 გრადუსს უნდა ველოდოთ. ბორჯომშიც დღისით 15 გრადუსს ვარაუდობენ, ღამით კი 6-ს.

ასპინძაში ტემპერატურა დღისით 18 გრადუსი იქნება, ღამით კი 6 გრადუსია მოსალოდნელი. ადიგენში დღისით 15, ღამით კი 4 გრადუსია ნავარაუდევი.

რაც შეეხება ჯავახეთს - აქაც ღრუბლიან ამინდს პროგნოზირებენ. ახალქალაქში დღისით 11 და ღამით 1 გრადუსი იქნება. ნინოწმინდაში სინოპტიკოსები დღისით 10 და ღამით 0 გრადუსს ვარაუდობენ.

მცირე წვიმაა რეგიონის კურორტებზე. აბასთუმანში დღისით მაქსიმალურ ტემპერატურას 14 გრადუსს, ხოლო ღამით 4-ს ვარაუდობენ, ბაკურიანში - დღისით 9 ღამით კი 1 გრადუსს.

რაც შეეხება დედაქალაქს, თბილისში ჰაერის ტემპერატურა 18 გრადუსამდე გათბება, ღამით კი 9 გრადუსია მოსალოდნელი.
| Print |