ამინდი
მზე და ტემპერატურის მატება - როგორი ამინდი იქნება მიმდინარე კვირას?
სამცხე-ჯავახეთში ტემპერატურა მოიმატებს. 31 მაისს ახალციხეში მზიან დღეს პროგნოზირებენ. დღისით 28, ღამით კი 12 გრადუსს უნდა ველოდოთ. ბორჯომში დღისით 27 გრადუსს ვარაუდობენ, ღამით კი 12-ს.

ასპინძაში ტემპერატურა დღისით 27 გრადუსი იქნება, ღამით კი 11 გრადუსია მოსალოდნელი. ადიგენში დღისით 26, ღამით კი 11 გრადუსია ნავარაუდევი. რაც

შეეხება ჯავახეთს - აქაც დათბება. ახალქალაქში დღისით 22 და ღამით 6 გრადუსი იქნება. ნინოწმინდაში სინოპტიკოსები დღისით 21 და ღამით 6 გრადუსს ვარაუდობენ.

მზიანი დღეებია რეგიონის კურორტებზეც. აბასთუმანში დღისით მაქსიმალურ ტემპერატურას 24 გრადუსს, ხოლო ღამით 14-ს ვარაუდობენ, ბაკურიანში - დღისით 21 ღამით კი 7 გრადუსს.

რაც შეეხება დედაქალაქს, თბილისში ჰაერის ტემპერატურა 30 გრადუსამდე გათბება, ღამით კი 18 გრადუსია მოსალოდნელი.
| Print |