ამინდი
როგორი ამინდია მოსალოდნელი სამცხე-ჯავახეთში?
სამცხე-ჯავახეთში ტემპერატურა მოიმატებს. 2 ივნისს ახალციხეში მზიან დღეს პროგნოზირებენ. დღისით 27, ღამით კი 13 გრადუსს უნდა ველოდოთ. ბორჯომში დღისით 27 გრადუსს ვარაუდობენ, ღამით კი 12-ს.

ასპინძაშიც ტემპერატურა დღისით 27 გრადუსი იქნება, ღამით კი 12 გრადუსია მოსალოდნელი. ადიგენში დღისით 26, ღამით კი 11 გრადუსია ნავარაუდევი.

რაც შეეხება ჯავახეთს - აქაც დათბება. ახალქალაქში დღისით 22 და ღამით 6 გრადუსი იქნება. ნინოწმინდაში სინოპტიკოსები დღისით 21 და ღამით 6 გრადუსს ვარაუდობენ.

მზიანი დღეებია რეგიონის კურორტებზეც. აბასთუმანში დღისით მაქსიმალურ ტემპერატურას 25 გრადუსს, ხოლო ღამით 13-ს ვარაუდობენ, ბაკურიანში - დღისით 22 ღამით კი 7 გრადუსს.

რაც შეეხება დედაქალაქს, თბილისში ჰაერის ტემპერატურა 32 გრადუსამდე გათბება, ღამით კი 18 გრადუსია მოსალოდნელი.
| Print |