ამინდი
სამცხე-ჯავახეთში ცვალებადი ამინდია მოსალოდნელი
მიმდინარე კვირას სამცხე-ჯავახეთში ტემპერატურა მოიმატებს, ზოგიერთ მუნიციპალიტეტში კი მცირე წვიმაა ნავარაუდევი. 7 ივნისს ახალციხეში უმეტესად მზიან დღეს პროგნოზირებენ. დღისით 24, ღამით კი 15 გრადუსს უნდა ველოდოთ. ბორჯომშიც დღისით 22 გრადუსს ვარაუდობენ, ღამით კი 15-ს.

ასპინძაში ტემპერატურა დღისით 24 გრადუსი იქნება, ღამით კი 14 გრადუსია მოსალოდნელი. ადიგენში დღისით 24, ღამით კი 14 გრადუსია ნავარაუდევი.

რაც შეეხება ჯავახეთს - ტემპერატურა აქაც მოიმატებს. ახალქალაქში დღისით 24 და ღამით 14 გრადუსი იქნება. ნინოწმინდაში სინოპტიკოსები დღისით 18 და ღამით 8 გრადუსს ვარაუდობენ.

მზიანი დღეებია რეგიონის კურორტებზეც. აბასთუმანში დღისით მაქსიმალურ ტემპერატურას 21 გრადუსს, ხოლო ღამით 14-ს ვარაუდობენ, ბაკურიანში - დღისით 17 ღამით კი 10 გრადუსს.

რაც შეეხება დედაქალაქს, თბილისში ჰაერის ტემპერატურა 28 გრადუსამდე გათბება, ღამით კი 18 გრადუსია მოსალოდნელი.
| Print |