ამინდი
სამცხე-ჯავახეთში ამინდი შეიცვლება
მიმდინარე კვირას სამცხე-ჯავახეთში მცირე წვიმაა ნავარაუდევი. 9 ივნისს ახალციხეში უმეტესად ცვალებად ამინდს პროგნოზირებენ. დღისით 22, ღამით კი 14 გრადუსს უნდა ველოდოთ. ბორჯომშიც დღისით 22 გრადუსს ვარაუდობენ, ღამით კი 14-ს.

ასპინძაში ტემპერატურა დღისით 23 გრადუსი იქნება, ღამით კი 13 გრადუსია მოსალოდნელი. ადიგენში დღისით 22, ღამით კი 13 გრადუსია ნავარაუდევი.

რაც შეეხება ჯავახეთს - აქაც წვიმს. ახალქალაქში დღისით 23 და ღამით 12 გრადუსი იქნება. ნინოწმინდაში სინოპტიკოსები დღისით 18 და ღამით 9 გრადუსს ვარაუდობენ.

ცვალებადი ამინდია რეგიონის კურორტებზეც. აბასთუმანში დღისით მაქსიმალურ ტემპერატურას 21 გრადუსს, ხოლო ღამით 13-ს ვარაუდობენ, ბაკურიანში - დღისით 17 ღამით კი 9 გრადუსს.

რაც შეეხება დედაქალაქს, თბილისში ჰაერის ტემპერატურა 27 გრადუსამდე გათბება, ღამით კი 17 გრადუსია მოსალოდნელი.
| Print |