ამინდი
როგორი ამინდია მოსალოდნელი 17 ივნისამდე
17 ივ­ნი­სამ­დე სა­ქარ­თვე­ლო­ში არამ­დგრა­დი ამინ­დია მო­სა­ლოდ­ნე­ლი. გა­რე­მოს ეროვ­ნუ­ლი სა­ა­გენ­ტოს მო­ნი­ტო­რინ­გი­სა და პროგ­ნო­ზი­რე­ბის ცენ­ტრის მოკ­ლე­ვა­დი­ა­ნი პროგ­ნო­ზე­ბის სამ­მარ­თვე­ლოს ინფორმაციით, ერთი კვი­რის გან­მავ­ლო­ბა­ში მო­სა­ლოდ­ნე­ლია ნა­ლე­ქი, დრო­გა­მოშ­ვე­ბით წვი­მა-ელ­ჭე­ქით.

"12 ივნისიდან ხუთი დღის განმავლობაში არამ­დგრა­დი ამინ­დი შე­ნარ­ჩუნ­დე­ბა, დრო­გა­მოშ­ვე­ბით მო­სა­ლოდ­ნე­ლია ხან­მოკ­ლე წვი­მა, პა­რა­ლე­ლურ რე­ჟიმ­ში ტემ­პე­რა­ტუ­რის კლე­ბა. ახალციხეში უახლოესი ხუთი დღის პროგნოზი ასე გამოიყურება:

13 ივნისს იწვიმებს, ჰა­ე­რის მაქ­სი­მა­ლუ­რი ტემ­პე­რა­ტუ­რა დღისით +24, ხოლო ღამით +12 გრა­დუ­სია მო­სა­ლოდ­ნე­ლი,

14 ივ­ნი­სს ასევე წვიმაა ნავარაუდევი, დღისით +23, ხოლო ღამით +13 გრა­დუ­სი იქნება;

15 ივ­ნი­სსაც იწვიმებს, ჰა­ე­რის მაქ­სი­მა­ლუ­რი ტემ­პე­რა­ტუ­რა დღისით +21, ხოლო ღამით +14 გრა­დუ­სამდე გათბება,

16 ივ­ნი­სს ასევე წვიმაა ნავარაუდევი, დღისით +21, ხოლო ღამით +10 გრა­დუ­სი იქნება;

თბი­ლის­ში, დღის მე­ო­რე ნა­ხე­ვარ­ში მო­სა­ლოდ­ნე­ლია ხან­მოკ­ლე წვი­მა. მაქ­სი­მა­ლუ­რი ტემ­პე­რა­ტუ­რა +28+31 გრა­დუ­სი - ნათქვამია გა­რე­მოს ეროვ­ნუ­ლი სა­ა­გენ­ტოს მო­ნი­ტო­რინ­გი­სა და პროგ­ნო­ზი­რე­ბის ცენ­ტრის მოკ­ლე­ვა­დი­ა­ნი პროგ­ნო­ზე­ბის სამ­მარ­თვე­ლოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
| Print |