ამინდი
წვიმა და ტემპერატურის კლება -ამინდი სამცხე-ჯავახეთში
მიმდინარე კვირას სამცხე-ჯავახეთში წვიმაა ნავარაუდევი. 14 ივნისს ახალციხეში უმეტესად ცვალებად ამინდს პროგნოზირებენ. დღისით 22, ღამით კი 14 გრადუსს უნდა ველოდოთ. ბორჯომში დღისით 21 გრადუსს ვარაუდობენ, ღამით კი 14-ს.

ასპინძაში ტემპერატურა დღისით 21 გრადუსი იქნება, ღამით კი 12 გრადუსია მოსალოდნელი. ადიგენში დღისით 21, ღამით კი 12 გრადუსია ნავარაუდევი.

რაც შეეხება ჯავახეთს - აქაც წვიმს. ახალქალაქში დღისით 17 და ღამით 8 გრადუსი იქნება. ნინოწმინდაში სინოპტიკოსები დღისით 16 და ღამით 7 გრადუსს ვარაუდობენ.

ცვალებადი ამინდია რეგიონის კურორტებზეც. აბასთუმანში დღისით მაქსიმალურ ტემპერატურას 20 გრადუსს, ხოლო ღამით 11-ს ვარაუდობენ, ბაკურიანში - დღისით 16 ღამით კი 9 გრადუსს.

რაც შეეხება დედაქალაქს, თბილისში ჰაერის ტემპერატურა 24 გრადუსამდე გათბება, ღამით კი 17 გრადუსია მოსალოდნელი.

| Print |