ამინდი
უახლოეს დღეებში ტემპერატურა დაიკლებს და წვიმაა მოსალოდნელი
სამცხე-ჯავახეთში ტემპერატურა რამდენიმე გრადუსით დაიკლებს და მცირე წვიმაა ნავარაუდევი. 16 ივნისს ახალციხეში დღისით 24, ღამით კი 13 გრადუსს უნდა ველოდოთ. ბორჯომშიც წვიმს, დღისით 21 გრადუსს ვარაუდობენ, ღამით კი 15-ს.

ასპინძაში ტემპერატურა დღისით 22 გრადუსი იქნება, ღამით კი 12 გრადუსია მოსალოდნელი. ადიგენში დღისით 21, ღამით კი 10 გრადუსია ნავარაუდევი.

რაც შეეხება ჯავახეთს - აქ ხვალ არ იწვიმებს. ახალქალაქში დღისით 18 და ღამით 9 გრადუსი იქნება. ნინოწმინდაში სინოპტიკოსები დღისით 16 და ღამით 7 გრადუსს ვარაუდობენ.

ცვალებადი ამინდია რეგიონის კურორტებზეც. აბასთუმანში დღისით მაქსიმალურ ტემპერატურას 19 გრადუსს, ხოლო ღამით 10-ს ვარაუდობენ, ბაკურიანში - დღისით 16 ღამით კი 10 გრადუსს.

რაც შეეხება დედაქალაქს, თბილისში ჰაერის ტემპერატურა 26 გრადუსამდე გათბება, ღამით კი 17 გრადუსია მოსალოდნელი.
| Print |