ამინდი
20 ივნისამდე სამცხე-ჯავახეთში არამდგრად ამინდებს პროგნოზირებენ
20 ივნისამდე სამცხე-ჯავახეთში არამდგრადი ამინდებია მოსალოდნელი.

ჯავახეთის ორივე მუნიციპალიტეტში შენარჩუნებული იქნება ხანმოკლე წვიმა. 20 ივნისამდე ჰაერის ტემპერატურა +15, +21 გრადუსი იქნება, ხოლო 20 ივნისს +22, +24 გრადუსამდე მოიმატებს.

სამცხეში 17 ივნისის დღის მეორე ნახევრიდან მოსალოდნელია წვიმა. უმეტესად წვიმიანი ამინდები შენარჩუნდება 20 ივნისამდე. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +25, +29 გრადუსი დაფიქსირდება.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, არამდგრადი ამინდები მოსალოდნელია მთელი ქვეყნის მასშტაბით. რაც შეეხება დედაქალაქს, თბილისში, 17-18 ივნისს მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. 19-21 ივნისს კი მცირე ხანმოკლე წვიმა შესაძლოა აღინიშნოს მხოლოდ ღამისა და საღამოს საათებში. ჰაერის ტემპერატურა +29, +31 გრადუსი დაფიქსირდება.
| Print |