ამინდი
როდის გამოიდარებს სამცხე-ჯავახეთში?
სამცხე-ჯავახეთში რამდენიმე დღე მცირე წვიმაა მოსალოდნელი. 30 ივნისს ახალციხეში დღისით 25, ღამით კი 15 გრადუსს უნდა ველოდოთ. ბორჯომში დღისით 24 გრადუსს ვარაუდობენ, ღამით კი 15-ს.

ასპინძაში ტემპერატურა დღისით 25 გრადუსი იქნება, ღამით კი 14 გრადუსია მოსალოდნელი. ადიგენში დღისით 25, ღამით კი 13 გრადუსია ნავარაუდევი.

რაც შეეხება ჯავახეთს - აქაც მცირე წვიმაა მოსალოდნელი. ახალქალაქში დღისით 23 და ღამით 8 გრადუსი იქნება. ნინოწმინდაში სინოპტიკოსები დღისით 21 და ღამით 8 გრადუსს ვარაუდობენ.

წვიმს რეგიონის კურორტებზეც. აბასთუმანში დღისით მაქსიმალურ ტემპერატურას 23 გრადუსს, ხოლო ღამით 14-ს ვარაუდობენ, ბაკურიანში - დღისით 20 ღამით კი 9 გრადუსს.

რაც შეეხება დედაქალაქს, თბილისში ჰაერის ტემპერატურა 27 გრადუსამდე გათბება, ღამით კი 18 გრადუსია მოსალოდნელი.

| Print |