ამინდი
როგორი ამინდია მოსალოდნელი ამ უქმეებზე სამცხე-ჯავახეთში?
ამ უქმეებზე სამცხე-ჯავახეთში უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ხვალ, 9 ივლისს ახალციხეში დღისით 27, ღამით კი 16 გრადუსს უნდა ველოდოთ. ბორჯომში დღისით 28 გრადუსს ვარაუდობენ, ღამით კი 16-ს.

ასპინძაში ტემპერატურა დღისით 28 გრადუსი იქნება, ღამით კი 15 გრადუსია მოსალოდნელი. ადიგენში დღისით 26, ღამით კი 13 გრადუსია ნავარაუდევი.

რაც შეეხება ჯავახეთს - აქაც უნალექო ამინდია. ახალქალაქში დღისით 24 და ღამით 10 გრადუსი იქნება. ნინოწმინდაში სინოპტიკოსები დღისით 22 და ღამით 9 გრადუსს ვარაუდობენ.

ტემპერატურა მოიმატებს რეგიონის კურორტებზეც. აბასთუმანში დღისით მაქსიმალურ ტემპერატურას 25 გრადუსს, ხოლო ღამით 13-ს ვარაუდობენ, ბაკურიანში - დღისით 23 ღამით კი 11 გრადუსს.

რაც შეეხება დედაქალაქს, თბილისში ჰაერის ტემპერატურა 32 გრადუსამდე გათბება, ღამით კი 20 გრადუსია მოსალოდნელი.
| Print |