ამინდი
როდემდე გაგრძელდება უნალექო ამინდი სამცხე-ჯავახეთში?
15 ივლისამდე დასავლეთ საქართველოს ცალკეულ რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, - ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს,

აღმოსავლეთ საქართველოში მაღალი ტემპერატურის ფონზე ზოგან შესაძლოა ხანმოკლე წვიმა და ელჭექი აღინიშნოს.

სამცხე-ჯავახეთში ერთი კვირის განმავლობაში მზიანი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი. 14 ივლისს ახალციხეში დღისით 26, ღამით კი 15 გრადუსს უნდა ველოდოთ. ბორჯომში მცირე წვიმას, დღისით 22 გრადუსს, ღამით კი 16-ს ვარაუდობენ.

ასპინძაში ტემპერატურა დღისით 25 გრადუსი იქნება, ღამით კი 16 გრადუსია მოსალოდნელი. ადიგენში დღისით 24, ღამით კი 15 გრადუსია ნავარაუდევი.

რაც შეეხება ჯავახეთს - აქაც უნალექო ამინდია. ახალქალაქში დღისით 23 და ღამით 11 გრადუსი იქნება. ნინოწმინდაში სინოპტიკოსები დღისით 21 და ღამით 10 გრადუსს ვარაუდობენ.

ტემპერატურა მცირედით დაიკლებს რეგიონის კურორტებზე. აბასთუმანში დღისით მაქსიმალურ ტემპერატურას 20 გრადუსს, ხოლო ღამით 15-ს ვარაუდობენ, ბაკურიანში მცირე წვიმას, დღისით 16 ღამით კი 11 გრადუსს.

რაც შეეხება დედაქალაქს, თბილისში ჰაერის ტემპერატურა 33 გრადუსამდე გათბება, ღამით კი 19 გრადუსია მოსალოდნელი.

| Print |