ამინდი
როგორი ამინდია მოსალოდნელი მომავალ უქმეებზე სამცხე-ჯავახეთში?
გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 20 ივლისამდე დასავლეთ საქართველოს ცალკეულ რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი.ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +26, +31 გრადუსი დაფიქსირდება.

აღმოსავლეთ საქართველოში შენარჩუნებული იქნება ცხელი და უნალექო ამინდი. ჰაერის ტემპერატურა +34, +39 გრადუსამდე მოიმატებს.

სამცხე-ჯავახეთში ამ უქმეებზე მზიანი ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა რამდენიმე გრადუსით მოიმატებს. 16 ივლისს ახალციხეში დღისით 31, ღამით კი 19 გრადუსს უნდა ველოდოთ. ბორჯომში დღისით 30 გრადუსს, ღამით კი 17-ს ვარაუდობენ.

ასპინძაში ტემპერატურა დღისით 32 გრადუსი იქნება, ღამით კი 16 გრადუსია მოსალოდნელი. ადიგენში დღისით 30, ღამით კი 17 გრადუსია ნავარაუდევი.

რაც შეეხება ჯავახეთს - აქაც უნალექო ამინდია. ახალქალაქში დღისით 29 და ღამით 14 გრადუსი იქნება. ნინოწმინდაში სინოპტიკოსები დღისით 27 და ღამით 14 გრადუსს ვარაუდობენ.

ტემპერატურა მოიმატებს რეგიონის კურორტებზეც. აბასთუმანში დღისით მაქსიმალურ ტემპერატურას 28 გრადუსს, ხოლო ღამით 16-ს ვარაუდობენ, ბაკურიანში დღისით 25 ღამით კი 12 გრადუსს.

რაც შეეხება დედაქალაქს, თბილისში ჰაერის ტემპერატურა 35 გრადუსამდე გათბება, ღამით კი 22 გრადუსია მოსალოდნელი.
| Print |