ამინდი
როდემდე გაგრძელდება არამდგრადი ამინდი რეგიონში?
25 ივლისამდე საქართველოს ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი. გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დროგამოშვებით იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი.

სამცხე-ჯავახეთში ღრუბლიანი ამინდი და ტემპერატურის კლებაა მოსალოდნელი. 23 ივლისს ახალციხეში დღისით 23, ღამით კი 12 გრადუსს უნდა ველოდოთ. ბორჯომში მცირე წვიმას, დღისით 19 გრადუსს, ღამით კი 13-ს ვარაუდობენ.

ასპინძაში ტემპერატურა დღისით 23 გრადუსი იქნება, ღამით კი 13 გრადუსია მოსალოდნელი. ადიგენში დღისით 20, ღამით კი 10 გრადუსია ნავარაუდევი.

რაც შეეხება ჯავახეთს - აქაც ნაწილობრივ ღრუბლიანი ამინდი და ტემპერატურის კლებაა მოსალოდნელი. ახალქალაქში დღისით 18 და ღამით 7 გრადუსი იქნება. ნინოწმინდაში სინოპტიკოსები დღისით 16 და ღამით 6 გრადუსს ვარაუდობენ.

ტემპერატურა დაიკლებს რეგიონის კურორტებზეც. აბასთუმანში დღისით მაქსიმალურ ტემპერატურას 19 გრადუსს, ხოლო ღამით 10-ს ვარაუდობენ, ბაკურიანში წვიმას, დღისით 14 ღამით კი 8 გრადუსს.

რაც შეეხება დედაქალაქს, თბილისში ჰაერის ტემპერატურა 27 გრადუსამდე გათბება, ღამით კი 17 გრადუსია მოსალოდნელი.
| Print |