ამინდი
როგორ ამინდებს უნდა ველოდოთ 12 აგვისტომდე?
გარემოს ერვნული სააგენტოს ინფორმაციით, 12 აგვისტომდე დასავლეთ საქართველოში ცხელი და უმეტესად უნალექო ამინდი შენარჩუნდება, ხოლო აღმოსავლეთში შესაძლოა ხანმოკლე წვიმა და ელჭექი აღინიშნოს.

რაც შეეხება სამცხე-ჯავახეთს, სინოპტიკოსები რეგიონში 12 აგვისტომდე უმეტესად მზიან და უნალექო ამინდებს ვარაუდობენ. შესაძლებელია ხანმოკლე წვიმაც დაფიქსირდეს.

სამცხეში მაქსიმალური ტემპერატურა +28, +30 გრადუსი იქნება, ხოლო ჯავახეთში +23, +25 გრადუსი დაფიქსირდება. 
| Print |
თეგები: ამინდი /