ამინდი
საქართველოში ჰაერის ტემპერატურა 40 გრადუსს მიაღწევს

საქართველოში ჰაერის ტემპერატურა 40 გრადუსს მიაღწევს – სინოპტიკოსები უახლოეს დღეებში ძლიერ ქარსაც ელოდებიან.

აღმოსავლეთ საქართველოში უახლოეს დღეებში უმეტესად უნალექო ამინდი და აღმოსავლეთის ქარის გაძლიერებაა მოსალოდნელი. 22-23 აგვისტოს ტემპერატურა +15 +35 გრადუსის ფარგლებში იქნება, ქარის სიჩქარე კი 20-25 მ/წმ-ს მიაღწევს. უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი 24 აგვისტოსაც და ტემპერატურა +34 გრადუსი იქნება.

მაღალი ტემპერატურაა მოსალოდნელია დასავლეთ საქართველოში. 22-23 აგვისტოს +39 გრადუსამდე დაცხება, 24 აგვისტოს კი ჰაერის ტემპერატურა +40 გრადუსსაც მიაღწევს. ამასთან მოსალოდნელია აღმოსავლეთის ძლიერი ქარი, რომელიც 22-23 აგვისტოს 20-25მ/წმ სიჩქარით იქროლებს, ხოლო 24 აგვისტოს შესაძლებელია 28მ/წმ-მდეც კი გაძლიერდეს.

სამცხე-ჯავახეთში მზიანი ამინდია მოსალოდნელი. 23 აგვისტოს ახალციხეში დღისით 32, ღამით კი 16 გრადუსს უნდა ველოდოთ. ბორჯომში დღისით 30 გრადუსს, ღამით კი 15-ს ვარაუდობენ.

ასპინძაში ტემპერატურა დღისით 31 გრადუსი იქნება, ღამით კი 15 გრადუსია მოსალოდნელი. ადიგენში დღისით 29, ღამით კი 15 გრადუსია ნავარაუდევი.

რაც შეეხება ჯავახეთს -აქაც მზიანი ამინდია მოსალოდნელი. ახალქალაქში დღისით 27 და ღამით 12 გრადუსი იქნება. ნინოწმინდაში სინოპტიკოსები დღისით 24 და ღამით 12 გრადუსს ვარაუდობენ.

რეგიონის კურორტებზეც მზიანი ამინდია მოსალოდნელი. აბასთუმანში დღისით მაქსიმალურ ტემპერატურას 29 გრადუსს, ხოლო ღამით 17-ს ვარაუდობენ, ბაკურიანში დღისით 24 ღამით კი 12 გრადუსს.

რაც შეეხება დედაქალაქს, თბილისში ჰაერის ტემპერატურა 31 გრადუსამდე გათბება, ღამით კი 19 გრადუსია მოსალოდნელი.
| Print |