ამინდი
როგორი ამინდია მოსალოდნელი ამ უქმეებზე რეგიონში?
სინოპტიკოსების განცხადებით, საქართველოს ზოგიერთ რაიონში, ტემპერატურა 40 გრადუსამდე იქნება.

გარემოს ეროვნული სააგენტოს პროგნოზით, ქარიანი ამინდები 29 აგვისტომდე გაგრძელდება, რაც მაღალმთიან რაიონებში ხანძრების გაჩენის რისკებს ზრდის.

ამ ფონზე, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური, შესაძლო გართულებების თავიდან ასაცილებლად, საზოგადოებას მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობისკენ მოუწოდებს.

სამცხე-ჯავახეთში კვლავ მზიანი ამინდია მოსალოდნელი. 27 აგვისტოს ახალციხეში დღისით 34, ღამით კი 17 გრადუსს უნდა ველოდოთ. ბორჯომში დღისით 34 გრადუსს, ღამით კი 17-ს ვარაუდობენ.

ასპინძაში ტემპერატურა დღისით 35 გრადუსი იქნება, ღამით კი 17 გრადუსია მოსალოდნელი. ადიგენში დღისით 32, ღამით კი 17 გრადუსია ნავარაუდევი.

რაც შეეხება ჯავახეთს -აქაც მზიანი ამინდია მოსალოდნელი. ახალქალაქში დღისით 29 და ღამით 14 გრადუსი იქნება. ნინოწმინდაში სინოპტიკოსები დღისით 27 და ღამით 13 გრადუსს ვარაუდობენ.

რეგიონის კურორტებზეც მზიანი ამინდია მოსალოდნელი. აბასთუმანში დღისით მაქსიმალურ ტემპერატურას 31 გრადუსს, ხოლო ღამით 17-ს ვარაუდობენ, ბაკურიანში დღისით 29 ღამით კი 13 გრადუსს.

რაც შეეხება დედაქალაქს, თბილისში ჰაერის ტემპერატურა 33 გრადუსამდე გათბება, ღამით კი 21 გრადუსია მოსალოდნელი.

| Print |