ამინდი
როდემდე გაგრძელდება უნალექო ამინდები რეგიონში?
ქვეყანაში მაღალი ტემპერატურა და უნალექო ამინდი კვლავ ნარჩუნდება.

გარემოს ეროვნული სააგენტოს განცხადებით, 3 სექტემბრის ჩათვლით ტემპერატურა 39-41 გრადუსს მიაღწევს.

4 სექტემბრიდან კი, დასავლეთ საქართველოში ნავარაუდევია წვიმა, ტემპერატურა 30 გრადუსამდე დაიკლებს.

აღმოსავლეთ საქართველოში ნალექიანი ამინდები 5 სექტემბრიდან არის ნავარაუდები.

სამცხე-ჯავახეთში, ისევე როგორც მთელ საქართველოში, მაღალი ტემპერატურა ნარჩუნდება. ხვალ, 3 სექტემბერს, ახალციხეში დღისით 34 ღამით კი 17 გრადუსს უნდა ველოდოთ. ბორჯომში დღისით 35 გრადუსს, ღამით კი 18-ს ვარაუდობენ.

ასპინძაშიც ტემპერატურა დღისით 33 გრადუსი იქნება, ღამით კი 17 გრადუსია მოსალოდნელი. ადიგენში დღისით 32, ღამით კი 20 გრადუსია ნავარაუდევი.

რაც შეეხება ჯავახეთს - ახალქალაქში დღისით 29 და ღამით 13 იქნება. სინოპტიკოსები ნინოწმინდაში დღისით 27 და ღამით 14 გრადუსს ვარაუდობენ.

რეგიონის კურორტებზეც მზიანი ამინდია მოსალოდნელი. აბასთუმანში დღისით მაქსიმალურ ტემპერატურას 31 გრადუსს, ხოლო ღამით 20-ს ვარაუდობენ, ბაკურიანში დღისით 30 ღამით კი 14 გრადუსს.

რაც შეეხება დედაქალაქს, თბილისში ჰაერის ტემპერატურა 37 გრადუსამდე გათბება, ღამით კი 25 გრადუსია მოსალოდნელი.
| Print |