ამინდი
წვიმა თუ მაღალი ტემპერატურა - როგორ ამინდს პროგნოზირებენ სინოპტიკოსები?
აღმოსავლეთ საქართველოში 3 სექტემბერს ცხელი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი, ტემპერატურა +39 გრადუსს მიაღწევს.

meteo.gov.ge -ის თანახმად 4 სექტემბრის ღამიდან ამინდი შეიცვლება, მოსალოდნელია ქარის გაძლიერება, ძლიერი წვიმა და სეტყვა. ასევე ძლიერი წვიმა და სეტყვაა მოსალოდნელი 5 სექტემბერსაც, ტემპერატურა +33 გრადუსამდე დაიკლებს, ქარის კი 20-25 მ/წმ-მდე გაძლიერდება.

უნალექო ამინდი და მაღალი ტემპერატურაა მოსალოდნელი 3 სექტემბერს დასავლეთ საქართველოში. დღის განმავლობაში ტემპერატურა +40 გრადუსს მიაღწევს.

4-5 სექტემბერს კი ტემპერატურა დაიკლებს და +18 +30 გრადუსის ფარგლებში იქნება, უმეტეს რაიონებში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა, ზოგან ძლიერი. იქროლებს დასავლეთის ქარი, რომელიც პერიოდულად 17-22მ/წმ-დე გაძლიერდება.

3-4 სექტემბერს ცხელი და უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი დედაქალაქშიც. ტემპერატურა +38 გრადუსი იქნება. 5 სექტემბერს თბილისში ტემპერატურა +33 გრადუსამდე შემცირდება, მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით და ქარის გაძლიერება 20-25მ /წმ-მდე.
| Print |