ამინდი
როდის გამოიდარებს სამცხე-ჯავახეთში?
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, საქართველოში მოსალოდნელია გრილი და ნოტიო ჰაერი მასების გავრცელება, რის გამოც დასავლეთ საქართველოს უმეტეს და აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში, მოსალოდნელია წვიმა, ზოგან ძლიერი, იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი.

ჰაერის ტემპერატურა მნიშვნელოვნად დაიკლებს, თუმცა 8 სექტემბრიდან გამოიდარებს და ტემპერატურაც მოიმატებს.

სამცხე-ჯავახეთში მზიანი ამინდია მოსალოდნელი. ხვალ, 8 სექტემბერს, ახალციხეში დღისით 20 ღამით კი 7 გრადუსს უნდა ველოდოთ. ბორჯომში დღისით 19 გრადუსს, ღამით კი 7-ს ვარაუდობენ.

ასპინძაშიც ტემპერატურა დღისით 20 გრადუსი იქნება, ღამით კი 6 გრადუსია მოსალოდნელი. ადიგენში დღისით 18, ღამით კი 5 გრადუსია ნავარაუდევი.

რაც შეეხება ჯავახეთს - ახალქალაქში დღისით 15 და ღამით 4 იქნება. სინოპტიკოსები ნინოწმინდაში დღისით 14 და ღამით 4 გრადუსს ვარაუდობენ.

რეგიონის კურორტებზეც მზიანი ამინდია მოსალოდნელი. აბასთუმანში დღისით მაქსიმალურ ტემპერატურას 16 გრადუსს, ხოლო ღამით 6-ს ვარაუდობენ, ბაკურიანში დღისით 13 ღამით კი 2 გრადუსს.

რაც შეეხება დედაქალაქს, თბილისში ჰაერის ტემპერატურა 21 გრადუსამდე გათბება, ღამით კი 13 გრადუსია მოსალოდნელი.
| Print |