ამინდი
როგორი ამინდი იქნება სამცხე-ჯავახეთში ამ უქმეებზე?
გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით დასავლეთ საქართველოში უნალექო ამინდია მოსალოდნელი აღმოსავლეთ საქართველოში კი წვიმაა ნავარაუდევი, იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი.

უნალექო ამინდები საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, 11 სექტემბრამდე შენარჩუნდება და ტემპერატურაც მოიმატებს.

ამ უქმეებზე სამცხე-ჯავახეთშიც უნალექო ამინდი იქნება. ახალციხეში დღისით 24 ღამით კი 8 გრადუსს უნდა ველოდოთ. ბორჯომში დღისით 19 გრადუსს, ღამით კი 7-ს ვარაუდობენ.

ასპინძაშიც ტემპერატურა დღისით 23 გრადუსი იქნება, ღამით კი 8 გრადუსია მოსალოდნელი. ადიგენში დღისით 23, ღამით კი 5 გრადუსია ნავარაუდევი.

რაც შეეხება ჯავახეთს - ახალქალაქში დღისით 21 და ღამით 3 იქნება. სინოპტიკოსები ნინოწმინდაში დღისით 19 და ღამით 3 გრადუსს ვარაუდობენ.

რეგიონის კურორტებზეც მზიანი ამინდია მოსალოდნელი. აბასთუმანში დღისით მაქსიმალურ ტემპერატურას 22 გრადუსს, ხოლო ღამით 6-ს ვარაუდობენ, ბაკურიანში დღისით 19 ღამით კი 4 გრადუსს.

რაც შეეხება დედაქალაქს, თბილისში ჰაერის ტემპერატურა 26 გრადუსამდე გათბება, ღამით კი 13 გრადუსია მოსალოდნელი.
| Print |