ამინდი
როგორი ამინდი იქნება ხვალ, სწავლის დაწყების დღეს რეგიონში?
გარემოს ეროვნულ სააგენტოს ინფორმაციით, 15 სექტემბერს საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი, ნავარაუდევია ხანმოკლე წვიმა.

დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოს ცალკეულ რაიონებში 15 სექტემბერს ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი ელჭექით. ზოგან დასავლეთის მიმართულების ქარი იქროლებს.

აღმოსავლეთ საქართველოში ტემპერატურა 23-28 გრადუსის ფარგლებში იქნება, დასავლეთ საქართველოში კი 21-26 გრადუსის ფარგლებშია ნავარაუდევი.

სამცხე-ჯავახეთში, ისევე როგორც მთელ საქართველოში, უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, ტემპერატურა რამდენიმე გრადუსით დაიკლებს. 15 სექტემბერს ახალციხეში დღისით 22 ღამით კი 10 გრადუსს უნდა ველოდოთ. ბორჯომში დღისით 21 გრადუსს, ღამით კი 9-ს ვარაუდობენ.

ასპინძაში ტემპერატურა დღისით 22 გრადუსი იქნება, ღამით კი 8 გრადუსია მოსალოდნელი. ადიგენში დღისით 22, ღამით კი 7 გრადუსია ნავარაუდევი.

რაც შეეხება ჯავახეთს - აქ ტემპერატურა დაიკლებს. ახალქალაქში დღისით 19 და ღამით 3 იქნება. სინოპტიკოსები ნინოწმინდაში დღისით 17 და ღამით 2 გრადუსს ვარაუდობენ.

რეგიონის კურორტებზე ნაწილობრივ ღრუბლიანი ამინდია მოსალოდნელი. აბასთუმანში დღისით მაქსიმალურ ტემპერატურას 20 გრადუსს, ხოლო ღამით 7-ს ვარაუდობენ, ბაკურიანში დღისით 16 ღამით კი 5 გრადუსს.

რაც შეეხება დედაქალაქს, თბილისში ჰაერის ტემპერატურა 26 გრადუსამდე გათბება, ღამით კი 13 გრადუსია მოსალოდნელი.
| Print |