ამინდი
როგორი ამინდები იქნება სამცხე-ჯავახეთში უქმეებზე?
სამცხე-ჯავახეთში, ისევე როგორც მთელ საქართველოში, უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ტემპერატურა მთელი ქვეყნის მასშტაბით რამდენიმე გრადუსით აიწევს.

17 და 18 სექტემბერს ახალციხეში დღისით - 24, 27,  ღამით კი 15, 16 გრადუსს უნდა ველოდოთ.

ბორჯომში დღისით 26, 29 გრადუსს, ღამით კი 17-ს ვარაუდობენ.

ასპინძაში ტემპერატურა დღისით 26, 28 გრადუსი იქნება, ღამით კი 12, 14 გრადუსია მოსალოდნელი.

ადიგენში დღისით 24, 26 ღამით კი 12, 14 გრადუსია ნავარაუდევი.

რაც შეეხება ჯავახეთს, ტემპერატურა აქაც მოიმატებს. ახალქალაქში დღისით 21,24 და ღამით 7, 9 გრადუსი იქნება. სინოპტიკოსები ნინოწმინდაში დღისით 20, 22 და ღამით 7, 8 გრადუსს ვარაუდობენ.

რეგიონის კურორტებზე ნაწილობრივ ღრუბლიანი ამინდია მოსალოდნელი. აბასთუმანში დღისით მაქსიმალურ ტემპერატურას 23, 25 გრადუსს, ხოლო ღამით 12, 18 გრადუსს ვარაუდობენ.

ბაკურიანში დღისით - 21, 25 გრადუსი იქნება ღამით კი 10, 12 გრადუსი.

რაც შეეხება დედაქალაქს, თბილისში ჰაერის ტემპერატურა 30 გრადუსამდე გათბება, ღამით კი 17, 21 გრადუსია მოსალოდნელი.
| Print |
თეგები: ამინდი /